x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ახლახან ინტერნეტით გავრცელებული დათოვლილი სფინქსის სურათი "ყალბია".

დათოვლილი სფინქსის სურათი რომლითაც "აჭრელდა" ინტერნეტი ყალბი აღმოჩნდა.
დიდი სფინქსის სკულპტურა ქაიროდან რამდენიმე კილომეტრშია და გიზში მდებარეობს. ბუნებრივია თუ თოვლი იყო ქაიროში, წესით უნდა ყოფილიყო აქაც, მაგრამ სფინქსის ეს სურათი როგორც აღმოჩნდა სულაც არაა ეგვიპტეში გადაღებული. ბუნებრივია გაგიჩნდებათ კითხვა, თუ არა ეგვიპტეში მაშინ სად უნდა იყოს გადაღებული სფინქსის სკულპტურაო და მართალიც იქნებით.
მოგახსენებთ რა მოხდა და როგორც მოხდა–დათოვლილი სფინქსის ეს უკვე პოპულარული სურათი გახლავთ ეგვიპტური სფინქსის მცირე ზომის ანალოგი. სურათზე გამოსახული სფინქსის სკულპტურა იაპონიის თემატურ პარკში "Tobu World Square"–შია და სიმაღლითაც სულ 80 სანტიმეტრია. გაადიდეთ სურათი მაქსიმუმადე და დარწმუნდებით, რომ ტრანსპორტიც და ადამიანებიც მხოლოდ "იმიტაციაა".
სფინქსის გარდა, ამ პარკში სხვა ცნობილი კულტურული ძეგლების მოდელებია, მაგალითად წმინდა პეტრეს ტაძარი ვატიკანში, ვერსალის სასახლე, ეგვიპტის პირამიდები, ეიფელის კოშკი, ტრიუმფალური თაღი და ბიგ ბენიც კი.
ესეც სურათები ინტერნეტიდან აღნიშნული სურათით და ადვილად მიხვდებით რამხელა რესურსი აქვს ადამიანის ფანტაზიას კომპიუტერის დახმარებით.
ასევე იაპონურ პარკს, სადაცაა სფინქსის მცირე ანალოგი და სადაცაა ინტერნეტში დადებული პოპულარული სურათი "გადაღებული".

imageimage
ამ სურათს დააკვირდით კარგად და მიხვდებით რაშიცაა საქმე.
image
ეს კი სურათები ფოტოშოპის გარეშე იაპონური პარკიდან.
imageimage



2
184
15-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
184
  
2013, 21 დეკემბერი, 12:51
გაიხარე
2013, 21 დეკემბერი, 12:46
ძალიან კარგი სტატიაა))
0 1 2