x
image
ონოფინტე
ქრთამის აღების გამო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 1960 წელს დაბადებული გიორგი მერლანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მერლანმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 30 000 აშშ დოლარი. გიორგი მერლანი ამ დროისთვის დაკავებულია.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

0
19
7-ს მოსწონს
ავტორი:ონოფინტე
ონოფინტე
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0