x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ქუთაისში მიუსაფარი ადამიანები სპეციალურად გახსნილ კარვებში გადაიყვანეს

ქუimageთაისში მიუსაფარი ადამიანები სპეციალურად გახსნილ კარვებში გადაიყვანეს და მათ კვებას მადლიერების სახლი უზრუნველყოფს.


როგორც სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ მარგველაშვილი აცხადებს, თითოეული კარავი 12 ადამიანზეა გათვლილი და საჭიროების შემთხვევაში კარვების რაოდენობის ზრდაც მოხდება.


“ერთ კარავში ქალბატონები გვყავს მოთავსებული, მეორეში კი მამაკაცები. 24 საათინ რეჟიმში იმორიგევებს სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო ეკიპაჟები. კარვებში გათბობა შეშის ფეჩით მოხდება, ”– ამბობს მარგველაშვილი.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას თქმით, მერიამ საპატრულო პოლიციას უკვე მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული კარვების შესახებ და ქუთაისში მიუსაფარი ადამიანის აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი კარვებში გადაიყვანენ.


"ჩემი ინფორმაციით, 3 ადამიანი უკვე გადაიყვანეს. სულ 2 კარავია გახსნილი და თუ იქნება საჭიროება, ქალაქის მერია კარვებს დაამატებს", - განაცხადა მურღულიამ.

0
69
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0