x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
რა საიდუმლოს მალავს აჯამეთის აღკვეთილი

ხშირად საუბრობდნენ უფროსები იმ ფაქტზე რომ, საბჭოთა ხელისუფლებამ, აჯამეთის ტყეში მიწისქვეშა ბაზა შექმნა, სადაც მიწისქვეშ მოწყობილი იყო ჭურვებისა და ტყვია– წამლის შესანახი ოთახები და ასევე ასაფრენი ბილიკი თვითმფრინავებისათვის. აი რას ამბობს ერთ–ერთი აჯამეთის ტერიტორიასთან ხლოს მცხოვრები ადამიანი; " ჩემი სახლი აჯამეთიდან 17 კილომეტრშია და აქ ჩემს პატარაობაში ხშირად მინახავს რუსული თვითმფრინავები. როცა უფროსებს ვეკითხებოდით გვპასუხობდნენ რომ ესენი აჯამეთიდან ფრინდებიანო." ასევე არის სხვა ადამიანის საუბარი ამ ბაზასთან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნავს რომ აჯამეთში სოკოს საძებნელად გასულებს როგორ შეგვეფეთა ორი რუსი ჯარისკაცი, მაგრამ რაღამც ბავშვები ვიყავით მხოლოდ აკრძალულ ტერიტორიაზე გასვლა აგვიკრძალა და თითო–თითო ტყვია გვაჩუქაო. დიდები კი თვალახვეული მიჰყავდათ მიწისქვეშ და დაკითხვის შემდგე ისევ თვალახვეული აბრუნდებდნენ იქ, საიდანაც წამოიყვანეს.

საბჭოთა ჯარებს ბაზიდან იარაღი არ გაუტანიათ, და იქ გადმოცემის თანახმად ისევ არსებობს სამხედრო აღჭურვილობა, 100 კილოგრამამდე წონის ბომბები და ტყვია წამალი, რომელიც ისე არის დაძველებული რომ მისი ამოღება და განეიტრალება ყოვლად შეუზლებელია. 2008 წლის ომის დროს კი, აჯამეთთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობაში იყო იმის შისიც, რომ რუსეთი აჯამეთს დაბომბავდა რაც გამოიწვევდა ძლიერეს აფეთქებას 100 კილომეტრის რადიუსზე... რეალურად კი არავინ იცის რა ხდება აჯამეთის აღკვეთილის ქვემოთ. ერთი კი ცხადია რომ აქ ნამდვილად იყო რუსული ბაზა, რომელსაც ეს ფოტოც ამყარებს.აჯამეთის საიდუმლო ბაზა

0
340
შეფასება არ არის
ავტორი:პაპუნა რევიშვილი
პაპუნა რევიშვილი
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0