ტკბილეული დაშაქრული მოხალული კაკლის– "გრილიაჟის"მომზადება (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 15 დეკემბერი, 21:05
შემოგთავაზებთ უგემრიელესი გრილიაჟის მომზადებას, რომლის მირთმევისგან თავს ნამდვილად ვერ შეიკავებთ!ეს ძალიან ადვილი მოსამზადენელია სახლის პირობებში.
ამისთვის საჭირო ინგრედიენტებია:
–1ჭ.–კაკალი(თხილი ან მიწის თხილი-"არაქისი") –2ჭ.–შაქარი –1ჩ.კ–ლიმონის წვენი მომზადების წესი: 1)კაკალი დაბალ ცეცხლზე მოვხალოთ და გავასუფთაოდ კანისგან, თანაც მოხალული კაკალი ძალიან გემრიელია. 2)უნდა ავიღოთ თუჯის სქელძირიანი მაღალი ტაფა. ან თუჯის სწორძირიანი ქვაბი, რომელშიც უნდა გავაკეთოთ კარამელი.შევდგათ საშუალო სიმხურვალის ცეცხლზე და ჩავყაროთ ჯერ შაქრის ნახევარი და გამუდმებით ვურიოთ.როგორც კი გადნობას დაიწყებს შაქარი, ნელ-ნელა ჩავყაროთ შაქრის დარჩენილი მასა.თან მორევა არ შევწყვიტოთ. 3)როცა შაქარი მთლიანად გადნება, დავუმატოთ ლიმონის წვენი.მორევა არ შევწყვიტოთ.თვალი ვადევნოთ მისი ფერის ცვლილებას.ჯერ ღია ოქროსფერი გახდება, მერე გამუქდება, მერე გაყავისფერებას დაიწყებს და როცა ცოტა გამუქდება და უკვე მზადაა კარამელიც.ზედმეტიც არ უნდა დაემართოს რომ არ მიიწვას. 4)უნდა ცეცხლს ძალიან დავუწიოთ და ჩავყაროთ კაკალი შიგ და მოვურიოთ კარგად რომ ყველა კაკალი ამოევლოს კარგად კარამელში, ვურიოთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი. 5)მაგიდაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და კოვზით ზედ გავასწოროთ და გავაცივოთ. უგემრიელესია ასე დამზადებული გრილიაჟი ჩაისთან და ყავასთან ერთად. თუ თავს კარგად დავახურავთ ინახება 5 დღის განმავლობაში, თუ ამ დროის განმავლობაში კიდევ შემოგრჩათ. გააკეთეთ ეს გემრიელი ნუგბარი და... მიირთვით გემრიელად! თქვენი მაშა მრავალ ახალ წელს დაესწარით ასე ტკბილად! 868 6-ს მოსწონს
|