მოგზაურობა იაკობის უძირო ჭა ტეხასის შტატში 2013, 15 დეკემბერი, 17:17 იაკობის ჭა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად ითვლება. იგი ტეხასის შტატში მდებარეობს. ფოტოებზეც ასახული იაკობის ჭა, რომელშიც ყმაწვილები ხტებიან, ქმნის ილუზიას, თითქოს უფსკრულში ხტებიან. სინამდვილეში ასეცაა და ეს ჭა სწორედ უფსკრულია. იაკობის ჭის დიამეტრი 4 მეტრია და ერთი შეხედვით უასფრთხო აუზს ჰგავს, მაგრამ მისი სიღრმე რამდენიმე ათეული მეტრია და მასში ოთხი მღვიმეა გაერთიანებული. პირველი მღვიმე 9 მეტრი სიღრმიდან იწყება და 16.5 მეტრამდე გრძელდება. აქ არსებობს ღრმა წყლების ბინადარი თევზებისა და წყალმცენარეების მრავალი სახეობა. მეორე მღვიმის სიღმე 24 მეტრამდე აღწევს. მას მყვინთავებმა ვიწრო შესასვლელის გამო სასიკვდილო ხაფანგი უწოდეს, რადგან იქ დაიღუპა ტეხასელი სტუდენტი Richard Patton. მესამე მღვიმეში ფხვიერი ხრეშით შექმნილი შესასვლელის გამო ადვილია შეღწევა, მეოთხე მღვიმეს კი ღვთისმშობლის მღვიმეს უწოდებენ. იგი კირქვის ფორმირების შედეგად შეიქმნა დასწორედ ეს კირქვის კედლები ეხმარებიან მღვრიე წყლიდან მყვინთავებს გამოსასვლელის პოვნაში. 635 5-ს მოსწონს
|