მოგზაურობა ულამაზესი გაყინული ადგილი დედამიწაზე - Perito Moreno 2013, 26 ივლისი, 9:45 ეს გახლავთ ულამაზესი გაყინული ადგილი Perito Moreno. იგი მდებარეობს ტბა Argentino-სთან. აღნიშნული მყინვარი არგენტინაში, კერძოდ სამხრეთ პატაგონიაში, სანტა კრუიზის პროვინციაშია. მისი ფართობი 250 კვადრატული კილომეტრია. მეცნიერთა ვარაუდით Perito Moreno მყინვარი 30000 წლის წინანდელია. იგი დედამიწაზე წყლის მარაგით მესამე უდიდეს რეზერვუარად ითვლება.
გლობალური დათბობის გამო დედამიწაზე ყინულებმა, მათ შორის ანტარქტიდამაც დნობა დაიწყო, მაგრამ ეს არ ეხება Perito Moreno-ს. იგი 5 კილომეტრი სისქის ყინულითაა დაფარული. ყინულის დრნობა ხდება მხოლოდ ზედაპირზე, ტბაში წყლის დონის ცვლილება კი ბუნებრივ კაშხალს ქმნის. წელიწადში ერთხელ ხდება ამ ყინულის კიდეების ჩამონგრევა. ამ დროს საშინელი ხმაურია ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რასაც ექოს ეფექტი კიდევ უფრო აძლიერებს. პირველად ასეთი მოვლენა დაფიქსირდა 1927 წელს, როდესაც ძლიერი მიწისძვრის დროს ყინულების დიდი მასების რღვევას ჰქონდა ადგილი. ღრუბლიან ამინდში ყინულს მუქი ლურჯი შეფერილობა აქვს. მყინვარი ცნობილი მკვლევარის, Francisco Moreno-ის სახელობისაა. მან XIX საუკუნეში "შეისწავლა" აღნიშნული მყინვარი. მყინვარი მდებარეობს Los Glaciares-ის ეროვნულ პარკში და მას Perito Moreno ეწოდა. 1981 წელს იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. 120 9-ს მოსწონს
|