მოგზაურობა სირია 2013, 4 სექტემბერი, 23:04 დღეს ომის ქარცეცხლში გახვეული სირია უდიდესი წარსულის მქონე ქვეყანაა. მისი დედაქალაქი, დამასკო კი აუარებელ არქიტექტურულ, ისტორიულ და არქეოლოგიურ ძეგლებს მოიცავს.
ეს გახლავთ წმინდა Simeon Stylites-ის სახელობის უძველესი ბიზანტიური ტაძარი მთელს მსოფლიოში. დამასკოში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთი. იგი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი და უძველესია. როგორც ცნობილია, აქ ინახება სახაზინო სიწმინდე - იოანე ნათლისმცემლის თავი, რომელიც როგორც ქრისტიანებში, ასე მუსლიმანებში დიდ წინასწარმეტყველად ითვლება. ეს კი გახლავთ გვიანი ანტიკური ხანის უმდიდრესი ქალაქი Palmyra, რომელიც სირიის უდაბნოში მდებარეობს. ეს გახლავთ სითხის (ფხვიერი ან თხევადი მასის) ამოსაქაჩი ბორბალი, რომელიც ქალაქ Hamah-ის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ამ ქალაქში ისინი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა და თითქმის ყველა მათგანი მუშა მდგომარეობაშია. ეს გახლავთ სამონასტრო კომპლექსი Maaloula-ში. აქვე არსებობს პავლე მოციქულის საფლავიც, სადაც წმინდა წყარო გადმოდის. აქ მოსახლეობა საკმაოდ მცირეა. ისინი თავს ასურელებად (რელიგიური და ეთნიკური საზოგადოება, რომელიც გამოირჩევა საკუთარი რწმენითა და სირიული დიალექტით) მიიჩნევენ. არამეულ ენას ძირითადად ასურული საზოგადოების უხუცესები იყენებენ, ისიც, ძირითადად, ლიტურგიების დროს. ეს გახლავთ Krak des Chevaliers - XII საუკუნის ციხე-სიმაგრე. ეს არის მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოდ შემონახული ყველაზე ცნობილი შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე. ეს გახლავთ იორდანიის საზღვარზე მდებარე უძველესი ქალაქის Bosra. ეს ქალაქი განთქმული იყო იმით, რომ აქ მდებარეობდა უძველესი რომაული ამფითეატრი. 113 9-ს მოსწონს
|