სხვა პლასტიკურმა ქირურგმა თავის ქალიშვილებს დაბადების დღეზე სილიკონის მკერდი აჩუქა 2013, 14 დეკემბერი, 22:21 წარმატებული პლასტიკური ქირურგი კალიფორნიიდან მაიკლ ნიკონი აკვირდება არა მარტო თავის კლიენტების ჯანმრთელობას და ფორმებს, არამედ მათი ქალიშვილებისაც. დაბადების დღეზე თითოეული მათგანს მან სილიკონის მკერდი აჩუქა, ასევე მათ შეუცვალა სხეულის სხვა ნაწილების და ცხვირის ფორმა იუწყება Mirror-ი.მაიკლის ქალიშვილები ბრიტანი და შარმი, რომლებსაც ცოტა ხნის წინ 25 წელი შეუსრულდათ, ყოველთვის გარშემოტყმულები იყვნენ სილამაზით და ფუფუნებით- ამბობს მათი მამა. ფორმის შენარჩუნება ყოველთვის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია მათ ცხოვრებაში. მაგალითად, შარმიმ პირველი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთდა მაშინ როდესაც იგი მხოლოდ ცხრა წლისა იყო. მაშინ მამას არ მოეწონა მისი ჭიპის ფორმა. ოპერაცია წარმატებული იყო, ასე რომ შარმი ამით კმაყოფილი დარჩა.მეორე ქალიშვილი ბრიტანი უკვე 15 წლისა ოცნებობდა მკერდის გადიდებას. თუმცა, რათა თავიდან აეცილებინათ გართულებები, გოგონას მამამ მხოლოდ 18 წლის როდესაც შერულდა, მაშინ გაუდიდა მკერდი რამდენიმე ზომით . ბრიტანი აღფრთოვანებული დარჩა თავის ახალი მკერდით, ის ამბობს, რომ ბრწყინვალედ გრძნობს თავს "ახალ სხეულში", ყველა მეგობარი ეუბნება იგი შესანიშნავად გამოიყურება.გარდა ამისა, პლასტიკური ქირურგიის გარდა, მამა ქალიშვილებს რეგულარულად უკეთებს ბოტოქსის ინექციებს. გოგონების დედა თავიდან ექსპერიმენტების წინააღმდეგი იყო, თუმცა როდესაც შედეგები იხილა, ამის შემდეგ შეხედულებები შეიცვალა. 45 2-ს მოსწონს
|