ტკბილეული
სახლის პირობებში მომზადებული კარამელი
2013, 14 დეკემბერი, 21:45
ინგრედიენტები:
● რძე - 1/2 ლიტრი
● შაქარი - 3 ჭიქა
● რძის ფხვნილი - 1 ჭიქა
● კარაქი - 100 გ.
მომზადება:
ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთში (კარაქის გარდა). დავდგათ ცეცხლზე და ვურიოთ მანამ, სანამ ოქროსფერი არ გახდება. ამის შემდეგ დავუმატოთ კარაქი და კარამელიც მზადააა. შემდეგ შევდგათ მაცივარში დაახლოებით 1.5 საათის განმავლობაში და ამის შემდეგ გამოვიყენოთ რაშიც გვინდა სახლში გაკეთებული კარამელი, იგივე მოხარშული, შესქელებული რძე.
გემრიელად მიირთვით