საზოგადოება 10 მილიარდელი, რომელთაც საშუალო სკოლაც კი არ დაუმთავრებიათ 2013, 10 დეკემბერი, 19:48 მილაირდელები უმაღლესი განათლების გარეშე იშვიათობას არ წარმოადგენენ: საკმარისია გავიხსენოთ მარკ ცუკენბერგი, ბილ გეიტსი, სტივ ჯობსი-მათ ყველამ მიატოვეს უმაღლესი სასწავლებელი ბიზნესის გამო.მაგრამ მდიდარ ადამიანებს შორის ბევრია ისეთიც, რომელთაც სკოლაც კი არ დაუმთავრებიათ თავის დროზე.ზოგი მათგანი ბიზნესში ჩაება ჯერ კიდევ მოსწავლეობის პერიოდში, სხვებს იძულებით მოუწიათ მუშაობა, რომ ოჯახი გამოეკვებათ, მესამე ნაწილმა კი სწავლას სპორტი არჩია.
Forbes-მა შეკრიბა მილიარდელების ათეული, რომელთაც საშუალო განათლებაც კი არ აქვთ.
1.ესპანელი ბიზნესმენი ამანსიო ორტეგა -დამფუძნებელი კომპანიისა Inditex, რომელიც აერთიანებს ცნობილი ფირმებს-Zara, Massimo Dutti, Oysho. მისი ქონება შეადგენს 57 მილიარდ დოლარს. 2.ჰონკონგელი მეწარმე ლი კაშინი-მფლობელი პლასტმასის ქარხნების ქსელისა Cheung Kong Group. მისი ქონება დღეისათვის 37 მილიარდი დოლარია. 3.ფრანგი ბიზნესმენი ფრანსუა პინო-მფლობელი კომპანიისა Kering. პინოს ქონებაა 15 მილიარდი დოლარი. 4.რიჩარდ ბრენსონი-კორპორაცია Virgin Group-ის მფლობელი. მის ანგარიშზეა 4, 6 მილიარდი დოლარი. 5.ბრიტანელი ჯო ლუისი-Tavistock Group-ის მფლობელი. მისი ქონებაა 4, 2 მილიარდი დოლარი. 6.სომხური წარმოშობის ამერიკელი კირკ კერკორიანი- Tracinda Corporation-ის პრეზიდენტი. კერკორიანის ქონებაა 3, 3 მილიარდი დოლარი. 7.დევიდ მერდოკი-Dole Food Company-ის მფლობელი. დევიდის ქონებაა 2, 4 მილიარდი დოლარი. 8.კარლ ლინდნერი- დამფუძნებელი და მფლობელი ფირმებისა American Financial Group, United Dairy Farmers. მისი სიმდიდრე შეადგენს 1, 7 მილიარდ დოლარს. 9.თურქი მეწარმე ახმედ ნაზიფ ზორლუ-მფლობელი Zorlu-ს კომპანიისა. მისი ქონებაა 1, 4 მილიარდი დოლარი. 10.ჯეიმს კლარკი-დამფუძნებელი Netscape Communications-ისა. ჯეიმსის ქონება აღწევს 1, 2 მილიარდ დოლარს. 743 10-ს მოსწონს
|