x
image
რუსუდან ბერიძე
უგემრიელესი კარტოფილის ცხობილი ფარშითა და სოკოთი.(მაშას რეცეპტებიდან)
image

ჩემო ძვირფასო დიასახლისებო, დღეს მაშამ შემოგვთავაზა გემრიელი კარტოფილის ცხობილის რეცეპტი, რომელსაც ერთად მოვამზადებთ.

ეს კერძი დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ თქვენც და მთელ ოჯახს, რადგან სამმაგი ხარისხით გამოირჩევა:გემრიელი, სწრაფად მოსამზადებელი და არ არის ძვირი მისი მომზადება.თან ძალიან ნოყიერია.

საჭირო პროდუქტები(6 პორციისთვის):



კარტოფილი–1კგ.

ფარში–500გრ.

ხახვი–1თავი

სოკო შამპინიონი–300გრ.

სტაფილო–1ც.

მაგარი ყველი–100გრ

ზეთი–100გრ.

კვერცხი–3ც.

ზეითუნის ზეთი–50გრ.

შავი წიწაკა, მარილი და სანელებლები გემოვნებით.

ამ ცხობილის მომზადება ძალიან ადვილია და შემოგთავაზებთ ნაბიჯ-ნაბიჯ ილუსტრაციებით.


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

image1.ფარში მოვთუშოთ ცოტა ზეითუნის

ზეთში და შევანელოთ მარილით

წიწაკით და ხორცის სანელებლით.






image

2.დავჭრად ხახვი და ვთუშოთ ფარშთან

ერთად 5-10 წუთი.









image
3.გავთალოთ კარტოფილი, გავრეცხოთ

და დავჭრათ გრძელ ჩხირებად.









image
4.სტაფილო გავასუფთაოდ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, მოვთუშოთ ცოტა ზეითუნის ზეთში.შამპინიონი

დავჭრათ პატარებად, დავამატოთ

მოთუშულ სტაფილოს და ერთად ვთუშოთ კიდევ 10-15 წუთი.



5.კარტოფილის ნახევარს ფორმის

ძირში მოვაწყობთ, მოვაყაროთ სანელებელი.შემდეგ ფენად

კი ხახვთან ერთად მოთუშული

ფარში მოვაყაროთ, შემდეგ

სტაფილო და შამპინიონი მოთუშუimage

ლი და ბოლოს ისევ დარჩენილი კარტოფილი.

6.მოვასხათ ცოტა ზეთი, რძეში

ათქვეფილი კვერცხის

ნაზავი და ზემოდან მოვაყაროთ

გახეხილი მაგარი ყველი.

შეგვიძლია თავზე დავახუროთ

ფოლგა, სწრაფად რომ არ შეიწვას

ზემოდან.

7.შევდგათ წინასწარ გახურებულ image

ღუმელში და ვაცხოთ 180

გრადუსზე 40-50წთ.დამთავრე-

ბამდე 5 წუთით ადრე ფოლგა

გადავაძროთ და როცა გადაწითლდება მზადაა.თუ ისეთ რეჟიმზე

ვაცხობთ

რომ პირველად ქვედა ქურას

ვრთავთ და შემდეგ ზედას,

მაშინ ფოლგა არ ჭირდება.

ჩვენი გემრიელი სადილიც მზადაა

და ახლა...


გემრიელად მიირთვით!



თქვენი მაშა image




















0
696
6-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
696
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0