x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
როგორ ამზადებენ გოგონებს ელიტური სასწავლებლის ბაზაზე პირად მცველებად. ჩინეთში.

როგორ ამზადებენ გოგოებს ელიტური სამსახურისათვის ჩინეთში.
უკანასკნელ წლებში ჩინეთში მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნილება ქალ პირად მცველებზე, ადრე კი ეს პროფესია ჩინეთში სუფთა მამაკაცურ პროფესიად ითვლებოდა. ჩინგისის უშიშროების აკადემიაში სტუდენტებს ასწავლიან თუ როგორ დაიცვან მათი დაცვის ობიექტი, საამისოდ კი ისინი სპეციალური დანიშნულების ძალების მოსამსახურეებისათვის საჭირო ყველა საფეხურს გადიან. მომზადების უმკაცრესი პირობები, რომელიც უნდა გაიარონ გოგონებმა მოიცავს–საბრძოლო ხელოვნების, ამტანობის, გამოუვალ მდგომარეობაში სწრაფი მოქმედების ტექნიკას. ასევე მათ მიერ დასაცავი ობიექტის უსწრაფეს ევაკუაციას და ამ ევაკუაციის დროს უსაფრთხოების მაქსიმალური დონის შენარჩუნებას, მოწინააღმდეგის რიცხობრივი და საცეცხლე უპირატესობის პირობებში.
სწავლების კურსი8–10 თვეზეა გათვლილი ინტენსიური მომზადების პირობებში. ყველაზე წარჩინებულებს კი სწავლის გასაგრძელებლად აგზავნიან უშიშროების საერთაშორისო აკადემიაში–ისრაელში.
პირადი მცველების კურსებზე გოგონებს ელოდება ინტენსიური ვარჯიშები: ძალისმიერი ვარჯიშები ამტანობაზე, სხვადასხვა სახის საბრძოლო ხელოვნების ილეთების შესწავლა, ვარჯიშები მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვის ქვეშ.
სრული კურსის დამთავრების შემდეგ გოგონებს პირადი მცველის სტატუსს აძლევენ და მათ უკვე უფლება აქვთ დაიცვან მდიდარი ქალბატონები, რომლებსაც დაცვა სჭირდებათ მიზეზთა გამო.
სადღეისოდ ასეთი კურსები ტარდება ულამაზეს ტროპიკულ კუნძულზე ხაინანი, ქალაქ სანიაში.
სპეციალური კურსები პირადი დაცვისათვის გოგონების მოსამზადებლად ორგანიზებულია «Tianjiao Special Guard/Security Consultant Ltd.»–ის მიერ.
გთავაზობთ ფოტოკოლაჟს სწავლებებიდან და დარწმუნდებით რა მძიმე და რთულ პირობებში გადიან ისინი მომზადებას, რათა მიიღონ პირადი მცველის სერთიფიკატი.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage











11
124
21-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
124
  
2013, 7 დეკემბერი, 2:45
რომ შემეძლოს სიხარულით გავიქცეოდი მანდ სასწავლად
2013, 6 დეკემბერი, 21:50
კარგია თუ შეუძლიათ მაგრები არიან მე მაგათ ვერ შევეჯიბრები
2013, 6 დეკემბერი, 21:50
ყველას ვერც მოსთხოვ ძლიერი იყოს. :)
2013, 6 დეკემბერი, 21:49
შეუძლიათ ნინო, ბევრია თუნდაც ისრაელში პროფესიონალი სამხედრო ან სპეცსამსახურის ოფიცრები. "ცახალსაც" ჰყავს გენერალი ქალბატონი.
2013, 6 დეკემბერი, 20:51
არ მიყვარს სამხედრო ქალები..ქალი ნაზი და ნატიფი არსება უნდა იყოს და არა მამაკაცივით ძლიერი და მებრძოლი:(
2013, 6 დეკემბერი, 20:41
ხო მაგრამ სუსტი სქესის წარმომადგენლებს ეგრე მგონია რომ არ შეუძლიათ
2013, 6 დეკემბერი, 20:38
სიძნელის დაძლევაშია სიძლიერის არსი.
2013, 6 დეკემბერი, 20:37
:) მესმის
2013, 6 დეკემბერი, 20:36
ძნელია
2013, 6 დეკემბერი, 20:36
მე ასე არ ვფიქრობ. :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10