საზოგადოება პოლ უოკერი დაეხმარა ერაყის ომის ვეტერანს ნიშნობის ბეჭდის ყიდვაში 2013, 6 დეკემბერი, 9:50 ეს ამბავი მოხდა თითქმის 14 წლის წინათ, 2004 წელს.ერაყიდან დაბრუნებულ მებრძოლს კაილს უნდოდა თავისი საცოლისათვის ნიშნობის ბეჭედი ეყიდა. იმ დღეს, როცა კაილი გოგონასთან ერთად მაღაზიაში შევიდა ბეჭდის ასარჩევად, იქ იმყოფებოდა მსახიობი პოლ უოკერი. ბიჭები ერთმანეთს გამოელაპარაკნენ და კაილმა მოკლედ უამბო პოლს ომის სიმძიმეების შესახებ. ისტორიის გაგრძელება ასეთი იყო: წყვილის მიერ არჩეული ბეჭედი ძალიან ძვირი გამოდგა-ის 9000 დოლარი ღირდა და მათ მოწყენილი სახეებით დატოვეს მაღაზია. ორიოდე დღის შემდეგ მაღაზიის მენეჯერი როგორღაც დაუკავშირდა კაილს ტელეფონით და უთხრა, რომ მას შეეძლო არჩეული ბეჭდის წაღება, რადგან საფასური გადახდილი იყო.როცა მებრძოლმა იკითხა, თუ ვინ გადაიხადა თანხა, მენეჯერმა უარი უთხრა მისი ვინაობის გაცხადებაზე, რადგან ეს თავად ქველმოქმედის სურვილი იყო. როგორც კაილი ახლა ყვება, მან მაშინვე მიიტანა ეჭვი, რომ თანხა უოკერმა გადაიხადა, თუმცა დარწმუნებით ეს არ იცოდა და დღემდე შენახული ჰქონდა მაღაზიის ქვითარი. მხოლოდ უოკერის სიკვდილის შემდეგ მაღაზიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უამბო ჟურნალისტებს ამ შემთხვევის შესახებ. მას უნდოდა ხალხს სცოდნოდა, თუ რა კარგი პიროვნება იყო გარდაცვლილი მსახიობი. როგორც ყვებიან ჟურნალისტები, პოლი ყოველთვის დაკავებული იყო ქველმოქმედებით, თუმცა ცდილობდა ეს საიდუმლოდ დარჩენილიყო. გაზეთში Daily Mail გამოქვეყნდა ფოტოგრაფია, რომელზეც აღბეჭდილია პოლ უოკერი, რომელიც ეხმარება ჩილეში სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულ მოსახლეობას.უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ის იმყოფებოდა ჰაიტის და ალაბამას დაზარალებულ რაიონებში, ეხმარებოდა ცუნამით და ტორნადოთი დაზარალებულ რეგიონებს საავადმყოფოების აშენებაში. 113 10-ს მოსწონს
|