საზოგადოება უცნაური გინეკოლოგი ესპანეთიდან 2013, 5 დეკემბერი, 22:18 გოგოებო, ყურადღებას ვითხოვ თქვენგან....ეს პოსტი გამორჩეულად მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვისაა განკუთვნილი. ეს 24 წლის ჭაბუკი, რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი, ესპანელი მანუელ რიკოა. ის ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ჩილეში, ქალაქ კონსეპსიონში. მანუელს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა მამაკაცთა სილამაზის კონკურსებში და პირველი ადგილიც კი დაიკავა კონკურსზე : "ესპანეთის სილამაზის კონკურსი მამაკაცებში -2010 წელი". მაგრამ ამ ყმაწვილს არ სურს იყოს მხოლოდ ქალების გულთამპყრობელი და უბრალოდ პოპულარული და ლამაზი მამაკაცი, მას სურს დაეხმაროს ქალებს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში...მოკლედ, არც მეტი, არც ნაკლები, მანუელს დიდი სურვილი ჰქონდა გამხდარიყო გინეკოლოგი და მან ეს სურვილი რეალობად აქცია. მანუელმა ახლახან დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი და მიიღო ექიმ-გინეკოლოგის დიპლომი. ამბობენ, რომ მასთან მიღებაზე უკვე უამრავი ქალია ჩაწერილი. გოგოებო, თქვენ წახვიდოდით კონსულტაციაზე ასეთ ექიმთან? 286 8-ს მოსწონს
|