x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
მასწავლებელმა "Facebook"-ის მეშვეობით მოწაფე საწოლში შეიტყუა

image 33 წლის მასწავლებლის და 16 წლის მოწაფის Facebook-ით მომოწერა ლოგინით დამთავრდა.დიდ ბრიტანეთში სამსახურიდან იქნა დათხოვილი 33 წლის მასწავლებელი, რომელმაც 16 წლის მოწაფე Facebook-ის საშუალებით საწოლში შეიტყუა.გამოძიების ინფორმაციით ნიუ-პორტში(სამხრეთ უელსი) მცხოვრებმა კლერ ჰორტონმა სოციალურ ქსელში განათავსა სურათები, სადაც ის აშკარად გამომწვევად და ხალვათად ჩაცმული პოზირებდა.ფოტოებმა 16 წლის მოზარდის ყურადღება მიიქცია, შედეგად მასწავლებელმა მოზარდი სახლში მიიწვია, იმისთვის, რომ "დახმარებოდა მას ორი მცირეწლოვანი ბავშვის მიხედვაში".შედეგად მათ ინტიმური კავშირი დაამყარეს. ამის შესახებ თვით 16 წლის მოწაფემ განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ არ აპირებს უჩივლოს მასწავლებელს "მკაცრი რელიგიური მრწამსის გამო."თვით ჰორტონმა განაცხადა, რომ ყმაწვილთან ურთიერთობა მხოლოდ მეგობრული იყო, "მას ჩემს სახლში ეძინა ჩემს გვერდით, ჩვენ არ გვქონია ერთმანეთთან სექსუალური კავშირი".მისივე სიტყვებით იგი სულ ცოტა ხნის წინ გაეყარა ქმარს და მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდებოდა.სამეფო პროკურატურამ ჯერ-ჯერობით არ აღძრა საქმე მასწავლებლის წინააღმდეგ, იგი 10 წლის განმავლობაში ასწავლიდა კარდიფის ერთ-ერთ სკოლაში, კოლეგები და მოწაფეები კლერ ჰორტონს ერთხმად დადებითად ახასიათებენ.image

0
186
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0