x
ზამთრის სილამაზის რეცეპტები

image


გათბობის სეზონში კანი ძლიერ შრება ჰაერში ტენის არასაკმარისი რაოდენობის გამო. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ დამატენიანებელი სტაფილოს წვენი.


●საშუალო ზომის სტაფილო წვრილად გახეხეთ და კვერცხის გული შეურიეთ. ერთი წვეთი ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. ნარევი კარგად გასუფთავებულ კანზე ნახევარი საათით დაიდეთ, შემდეგ სველი ბამბის ტამპონით მოიშორეთ. კვირაში არაუმეტეს 1-2 ჯერ გამოიყენეთ.
●კანს კარგად ატონიზირებს ძახველის ნიღაბი. კენკრის წვენი მკვებავ წვენში ან კვერცხის ცილაში თანაბარი რაოდენობით აურით. ნიღაბი სახეზე 30-40 წუთი, 3-4 კვირის განმავლობაში დღეგამოშვებით გაიკეთეთ.
●ქარისგან აქერცლილ, დამსკდარ კანს ნიგოზი ეხმარება. ნიგოზი დანაყეთ, ერთი ჩაის კოვზი ნაღების კარაქი, კვერცხის გული და თაფლი დაუმატეთ, ყველაფერი აურიეთ. ნიღაბი 20-30 წუთი გაიჩერეთ.image

●დაღლილ კანს გამოაცოცხლებს, ქარისა და სიცივის ზემოქმედებისგან დაიცავს კომბოსტოს ნიღაბი. კომბოსტოს ფოთლები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და ათქვეფილ კვერცხის ცილაში აურიეთ. სახესა და ყელზე 25-30წთ დაიდეთ.
image
●ნებისმეირი კანისთვის უნივერსალურია გოგრის ნიღაბი. 3 სუფრის კოვზ მოხარშულ გოგრის პიურეს 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი თაფლი დაუმატეთ. თბილი ნიღაბი სახის კანზე 20 წთ დაიდეთ.

image

0
147
შეფასება არ არის
ავტორი:მე-ზოლა
მე-ზოლა
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0