მითი 1. დაბანის შემდეგ მაშინვე თმის დავარცხნა არ შეიძლება
სველი თმა ფუვდება და ერთმანეთს ეწებება. თუ მას ასეთ მდგომარეობაში გააშრობთ დაუმორჩილებელი
გახდება. უმჯობესია, დაბანის შემდეგ მაშინვე დაივარცხნოთ
მითი 2. თუ ხშირად შეიჭრით თმა ხშირი გახდება
სამწუხაროდ, ასე არ არის. თმის ბოლქვების რაოდენობა ხშირი შეჭრით არ იზრდება. შსაბამისად
, თმა ხშირი არ ხდება. საშუალოდ თმა თვეში 1სმ-ით იზრდება, შეჭრის მიუხედავად.
მითი 3. თუ სავარცხელზე თმა რჩება ეს ცუდი ნისანია
თმის ცვენა ნორმალურია. დღე-ღამეში დასაშვებია 100 ღერის დაკარგვა. ქერებს თავზე დაახლოებით
140.000 ღერი თმა აქვთ, წაბლისფერთმიანებს
- 109.000, შავგვრემნებს - 102.000, ხოლო ჭითურთმიანებს მხოლოდ 80.000 (თუმცა ტიბობრივად
მათი თმა ყველაზე სქელია) ასეთ „მაშტაბებში“ 100 ღერის დაკარგვა კატასტროფა არ არის.
ცუდია, როცა თმა ბღუჯა-ბღუჯა ცვივა. გაითვალისწინეთ, ძლიერი დავარცხნა თმას აზიანებს
- იმტვრევა და ცვივა.
მითი 4. თავსაბურავის ტარება თმას ვნებს
გააჩნია, როგორს ატარებთ. ვიწრო ან ბეწვის ქუდი თმის კვებას არღვევს და თმის გარეგნობა
ედებს, მაგრა მათზე საერთოდ უარის თქმა არ შეიძლება.
ზაფხულში ქუდი-პანამა ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს, ზამთარში -სიცივისგან.
მითი 5. დიეტები თმაზე არ აისახება.
სრულყოფილი რაციონი ესაა პირდაპირი გზა სილამაზისკენ, მაგრამ თუ თმა ცუდად გამოიყურება
, მასაშადამე, პროტეინები ესაჭიროება. რაციონში ჩართეთ თევზი, ხორცი, კვერცხი. განსაკუთრებით
სასარგებლოა მუქი მწვანე ფერის ხილი და ბოსტნეული. მათში არის თმისთვის აუცილებელი ფილიუმის ძალა.
მითი6. თმის მასაჟი ზრდას ააქტიურებს
თმის ხანგრძლივად და ხშირად ვარცხნა საკამათო საკითხია. ვარცხნა თმის ჯირკვლების მუშაობას
ააქტიურებს, მეტ ცხიმს გამოყოფენ, თმა ცხიმიანი ხდება და ერთმანეთზე ეწებება. საკმარისია
თმის დავარცხნა დილით და საღამოს ძილის წინ.
მითი 7. ხშირად დაბანა და შეღებვა გამელოტებას იწვევს.
თმის დაბანა საჭიროა გაჭუჭყიანების მიხედვით.მაგრამ თუ ჩვევა გაქვთ თავი კვირაში
5-7-ჯერ დაიბანოთ, მაშინ შეარჩიეთ შამპუნი ნიშნით „ყოველდღიური გამოყენებით“. ეს საშუალება
აგრესიულ გამწმენდ ნივთიერებას არ შეიცავს და თმას არ აშრობს. შეღებვის შემდეგ მთავარი
ამოცანაა თმაზე ზრუნვა: დატენიანება, აღდგენა, დაცვა.
მითი8. ყველა თანამედროვე ფენი უსაფრთხოა.
მათ ზიანი არ მოაქვთ, თუ ხშირად არ გამოიყენება და მაინც უმჯობესია, დროდადრო თმა დაასვენოთ.