x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საინტერესო ფაქტები ავტომატ "კალაშნიკოვ-АК-47"-ზე


image1-ავტომატი კალაშნიკოვი, 1947 წლის გამოშვება, ცნობილი აგრეთვე როგორც АК-47, ყველაზე გავრცელებული იარაღია მსოფლიოში, იგი შესულია გინესის რეკორდების წიგნში, აღიარებულია "XX საუკუნის საუკეთესო იარაღად", შესულია ამავე საუკუნის 5 საუკეთესო გამოგონებათა სიაში.ავტომატი ყოველგვარი პრობლემის გარეშე გამართულად მუშაობს მაშინაც, თუ მტვერში, ტალახში, წყალში ჩავარდება, იყო ხშირი შემთხვევები, როცა მას ტექნიკა გადაუვლიდა და იგი მაინც შეფერხების გარეშე ისროდა.2-საბჭოთა პერიოდში სკოლაში ბიჭები სამხედრო გაკვეთილზე შლიდნენ და აწყობდნენ ავტომატს.3-ამჟამად მთელს მსოფლიოში АК-47-ის 100 000 000 ეგზემპლიარია გავრცელებული, რის გამოც იგი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.4-ავტომატის გამომგონებელმა, მიხეილ კალაშნიკოვმა უამრავი ჯილდო აიღო, 1947 წელს მას სტალინის პრემია გადაეცა, თანხა 150 000 მანეთი იყო, იმ დროისთვის ასტრონომიული თანხა, ამ ფასად მაშინ შეგეძლო გეყიდა ათი ავტომობილი "პობედა".5-ავღანეთში ავტომატ კალაშნიკოვს "კალახს" ეძახიან, რაც თარგმნისას "მეგობარს" ნიშნავს.6-ავტომატი "კალაშნიკოვი" გამოსახულია რამდენიმე ქვეყნის გერბზე, მათ შორისაა აღმოსავლეთი ტიმორი, ბურკინა ფასო, ზიმბაბვე, კონგო, მოზამბიკა.7-მასიური გამოშვების და მარტივი აწყობის წყალობით ზოგიერთ ქვეყანაში ავტომატის ფასი ქათმის ფასს უტოლდება.8-ავტომატი ოფიციალურად 27 ქვეყნის შეიარაღებაშია.9-სადამ ჰუსეინს მოოქროვილი АК-47 ჰქონდა.10-ავტომატის გამოსახულება შეიძლება ნახოთ ხალიჩებზე, მონეტებზე, არის გიტარა გამოსული, რომელსაც ავტომატის ფორმა აქვს, არაყი, აგრეთვე კომპანია AudioBooksForFree-მ გამოუშვა ფლეიერი AK-MP3.ეგვიპტეში კი AK-47-ის ძეგლი შეგიძლიათ იხილოთ.imageimageimage image image
image imageimage
image

0
245
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0