x
image
მანჩო 777
ადამიანი შიმპანზესა და ღორის შეჯვარების შედეგად წარმოიშვა?

image
ამერიკელი მეცნიერმა იუჯინ მაკარტნიმ (ჯორჯიის უნივერსიტეტიდან) წამოაყენა ჰიპოტეზა, რომლის მიხედვითაც ადამიანი შიმპანზესა და ღორის შეჯვარების შედეგად წარმოიშვა. ცნობილი სელექციონერის აზრით: ჰომო საპიენსის ჰიბრიდული წარმოშობა დაიწყო მას შემდეგ, რაც დედალი შიმპანზე შეხვდა ტახს და მოხდა მათი შეჯვარება -წერს გაზეთი Daily Mail.

ექსპერტის აზრით, ღორისა და შიმპანზეს ნაშიერებმა დაიწყეს "უკუჰიბრიდიზაცია" მაიმუნის ორგანიზმიდან. ამის გამოა, რომ ადამიანები მაიმუნებს უფრო გვანან, ვიდრე ღორებს.

მაკარტნი ამბობს, რომ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ მოჰყავს დამაჯერებელი ფაქტები ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად. მიუხედავად ადამიანისა და შიმპანზეს გენეტიკური მსგავსებისა, ადამიანს აქვს მთელი რიგი ფიზიოლოგიური მახასიათებლებისა, რომელიც არ ახასიათებს სხვა პრიმატებს. ასე მაგალითად, კანქვეშა ცხიმის სქელი ფენა, თმიანი საფარველის არარსებობა მთელ სხეულზე, გამოწეული ცხვირი და ნათელი თვალები-ეს ნიშნები თავისუფლად შესაძლებელია მემკვიდრეობით ღორისაგან ერგო ადამიანს. მსგავსება შეინიშნება აგრეთვე კანის სტრუქტურასა და შინაგანი ორგანოების აგებულებაში.შემთხვევითი არაა, რომ ტრანსპლანტაციის დროს ხშირად გამოიყენება ღორის კანი და გულის სარქველები: ადამიანი ძალიან იოლად ღებულობს და ეთვისება მას.

ზუსტი პასუხი კითხვაზე, თუ რისგან წარმოიშვა ადამიანი, მეცნიერებს ჯერ კიდევ არა აქვთ: დარვინიზმის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა, მეორე ნაწილი ღმერთის შექმნილად აცხადებს მას, მესამენი ამბობენ, რომ აქ უცხოპლანეტელების ხელი ურევია. ამ რამდენიმე ხნის წინ რუსმა მეცნიერებმა წამოაყენეს იდეა, რომ თუ ადამიანი მაიმუნისაგანაა წარმოშობილი, ის შრომას კი არ გადაუქცევია მოაზროვნე არსებად, არამედ ეს ვირუსების დამსახურებაა, რომლებმაც შეცვალეს გენების რეგულაცია.

5
146
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
146
  
2013, 4 დეკემბერი, 9:25
ნელ ნელა ვემსგავსებით ჩვენს წინაპრებს, სამწუხაროდ:(
2013, 4 დეკემბერი, 9:24
ათეისტებს ვახარებ აბა ამ ამბავს :-) :-) ამასწინათ ლამის მცემეს იმის გამო რომ დარვინის თეორიას შევეწინააღმდეგე.გინდა თუ არა მაიმუნისგან წარმოვიშვითო. ისე დღევანდელი ადამიანები ძალიან გვანან ღორების და მაიმუნების ნაჯვარს :-) :-) :-)
2013, 4 დეკემბერი, 9:17
საღოლ: დ
2013, 3 დეკემბერი, 22:48
გამაცინეეე:D
2013, 3 დეკემბერი, 22:44
ვაიმე, რა გამოდის ახლა, წინაპართა მწვადებს ვჭამთ ?:((( :)))
0 1 5