სხვა პირველად მსოფლიოში: ძალოსანმა 12 მანქანა გაათრია 2013, 3 დეკემბერი, 21:32 ლიტველმა ძალოსანმა, 38 წლის ზიდრუნას სავიკასმა გინესის რეკორდი დაამყარა - სავიკასი პირველი კაცი გახდა მსოფლიოში, რომელმაც 12 მანქანა მარტომ გაათრია. მანქანების საერთო წონა 12, 941 კილოგრამია. ძალოსანმა თოკზე გამობმული ავტომობილები 32, 9 წამში 5 მეტრზე გაათრია. ეს სავიკასისთვის მსგავსი ტიპის პირველი მიღწევა არ არის: 2012 წელს მან ერთად 20 მანქანა გაათრია, საერთო წონით 27 ათას კილოგრამზე მეტი. თუმცა, ეს რეკორდი გინესის წიგნში ოფიციალურად არ შესულა, რადგან ძალოსანმა მაშინ გზაზე დამაგრებული საგანგებო ტრაპი დაიხმარა. 19 1-ს მოსწონს
|