ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა" ალიანსის თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე „ინტერმედიასთან” საუბრისას ადასტურებს მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელ ირმა ინაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მართლაც იყო
უშიშროებისგან „პატრიოტი“ საკრებულოს წვრების დაბარება, მათთან
კონსულტაციები და რჩევები მიმდინარეობდა.
„ევროინტეგრაციისკენ ქვეყანას წინ გადადგმული აქვს ნაბიჯები და მინდა გითხრათ, რომ ქვეყნის დემოკრატიისა და თავისუფლების ხარისხის ასამაღლებლად უმჯობესია და ჩემი მეგობრული რჩევაც იქნება, საკრებულოს და მისი წევრების საკითხი უნდა წყდებოდეს ძირითადად საკრებულოში. თუ რომელი დეპუტატი დაიბარეს მე პასუხს ვერ გაგცემ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვყალიბდებით და უნდა გავარკვიოთ რამდენი დაიბარეს და ძირითადად რა თემებზე იყო საუბარი. ჩვე ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას და რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ახალ მერთან თანამშრომლობას, “-განაცხადა კახა ნემსიწვერიძემ.
შეგახსენებთ, რომ მედია-კავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ იმერეთის რეგიონის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა მეფარიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი მელაშვილი იბარებენ
ქუთაისის საკრებულოს წევრებს და აიძულებენ, რომ დატოვონ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი".