x
image
რუსუდან ბერიძე
საახალწლო სალათი,,თოვლის პაპა" (მაშას რეცეპტებიდან)
image

ახალი წელი კარს მოგვადგა და ჩვენც უკვე დროა დავიწყოთ საახალწლო სამზადისი.ამჯერად მაშამ საახალწლო სუფრის დასამშვენებლად ორიგინალური სალათი შემოგვთავაზა.მოდი შევუდგეთ მის მომზადებას, რომლისთვისაც საჭიროა

შემდეგი ინგრედიენტები:



–450გრ–ქათმის გულმკერდის ფილე

–3ც.მოზრდილი კარტოფილი

–3-4 ც.კვერცხი

–250გრ.–სოკოს მარინადი

–100გრ–კიტრის მწნილი

–200გრ–მაიონეზი

–სალათის მოსართავად– 1 სტაფილო და რამდენიმე მარცვალი ზეთის ხილი


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:


1.მარილწყალში მოვხარშოთ ქათმის ფილე, გავაგრილოთ და დავჭრათ პატარა კუბიკებად.

2.გავრეცხოთ კარტოფილი, მოვხარშოთ მარილწყალში.გავაგრილოთ, გავფცქვნათ და დავჭრათ პატარა კუბიკებად.

3.კვერცხი მოვხარშოთ, გავაცივოთ და გავაცალკავოდ ცილა და გული.ცილა გავხეხოთ წვრილ სახეხზე.გული კი სალათში არ გვჭირდება(შეგიძლიათ მიირთვათ :D).

4.სოკოს გავავლოთ წყალი და დავჭრათ წვრილად.

5.კიტრის მწნილიც დავჭრათ წვრილად კუბიკებად.

6.სალათს ფენებად ვაწყობთ სასალათე ლანგარზე და ყოველ ფენას გარდა კვერცხის ცილისა გადავუსვათ მაიონეზი.(რადგანმაიონეზს მარილი აქვს, არ საჭიროებს მარილის დამატებას)

7.პირველად მოვაწყოთ ქათმის ფილე, შემდეგ სოკო, კიტრი, კარტოფილი და ბოლოს გახეხილი კვერცხის ცილა.

8.მოხარშული სტაფილოთი “თოვლის პაპას"გავუკეთოთ ცხვირი, ლოყები, თმები და პირი.ხოლო ზეთის ხილი დავჭრათ დათვალები და წამწამები გავაკეთოდ.

მივიღებთ ძალიან ორიგინალურ სალათს, რომელიც როგორც სილამაზით, ასევე არაჩვეულებრივი გემოთი ყველას გაგაოცებთ.

ცოტა ხანს დავდგათ სალათი, რომ მაიონეზი კარგად მიიღოს და შემდეგ მივიტანოთ სუფრასთან.შემდეგ კი...





გემრიელად მიირთვით !


სიყვარულით თქვენი მაშა.image










0
293
6-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0