x
image
ნიკა კირკიტაძე
მოსკოვში საბჭოთა კავშირი ბრუნდება?

image


მოსკოვში საბჭოთა კავშირი ბრუნდება. რუსეთის დედაქალაქში შესაძლოა, "საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მუზეუმი" გაიხსნას. მოსკოვის მერიის კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სერგეი კაპკოვი ამბობს, რომ ეს იდეა დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა უწყებაში და შესაძლოა, რუსეთის საგამოფენო ცენტრში მართლაც გამოჩნდეს საბჭოთა ეპოქის პატარა კუნძული.


ასეთი მუზეუმის ექსპოზიცია საბჭოთა ცხოვრების სხვადასხვა დეტალებისგან იქნება შედგენილი, დიზაინით დაწყებული - მეცნიერებით დამთავრებული. თუმცა, მოსკოვის "საბჭოთა კავშირის მუზეუმი" ასეთი ტიპის ყველაზე გრანდიოზული პროექტი მაინც არ იქნება. მთავარი სახსრები და ძალისხმევა მსგავსი საგამოფენო სივრცის შექმას ულიანოვსკში მოხმარდება. სხვადასხვა ექსპოზიციების კომპლექსი 120 ჰექტარს დაიკავებს.



0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკა კირკიტაძე
ნიკა კირკიტაძე
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0