საზოგადოება როგორ გაამდიდრა მპოვნელი ჯინის გარეშე ნაპოვნმა ლამპარმა 2013, 29 ნოემბერი, 22:35 მშენებელი რიჩარდ მეისონი ბედის უცნაური განგებით მისდა უნებურად განძის მაძიებლად გადაიქცა, როდესაც სახლის საძირკველის გათხრის დროს ძველი ლამპარი იპოვა. თავიდან მამაკაცმა ნაპოვნს არავითარი ყურადღება არ მიაქცია და თავისი ფურგონის მისაბმელზე მიაგდო. ნაპოვნი ლამპარი 8 წელი მეისონის მამის სარდაფში ეგდო. ერთხელაც სარდაფის დალაგების დროს ის კვლავ წააწყდა ამ ნივთს და ხელში აიღო, რომ კარგად დაკვირვებოდა. როდესაც მამაკაცმა ის დასათვალიერებლად უკუღმა გადააბრუნა, მისდა გასაოცრად ლამპარიდან ვერცხლის და ოქროს მონეტები გადმოცვივდა. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახული იყო პაპი კლიმენტ VII, რომელმაც როგორც ცნობილია, უარი განაცხადა ანულირება გაეკეთებინა ჰენრიხ VII-ისა და ეკატერინე არაგონელის ქორწინებისათვის 1520 წელს. როგორც ვარაუდობენ, ასეთი მონეტა სულ ორად ორია ნაპოვნი და დიდ რარიტეტულ იშვიათობას წარმოადგენს. ერთიანობაში ლამპარში ნაპოვნი იყო 10 ოქროს და 7 ვერცხლის მონეტა, გამოშვებული 1440-დან 1560 წლამდე. თითოეული მონეტა რამოდენიმე ათასი დოლარი ღირს, თუმცა მათი იშვიათობის გამო განძის ზუსტი ფასი ჯერჯერობით დაუდგენელია. 471 11-ს მოსწონს
|