საქართველო სურამელებმა მუნიციპალიტეტის შენობაში შეჭრა სცადეს 2013, 29 ნოემბერი, 20:01 ![]() სურამელები, 2011 წლის ზაფხულში, მდინარე სურამულას ადიდებამ დააზარალა. იყო მსხვერპლიც. მას შემდეგ ისინი კომპენსაციას უშედეგოდ ითხოვენ. მაჟორიტარი დეპუტატის ვალერი გელაშვილის განცხადებით, ზარალი დათვლილია და 3 მლნ ლარს აღწევს. „ზარალის ეს ოდენობა მუნიციპალიტეტში შექმნილმა კომისიამ დაადგინა და გადაეგზავნა ინფრასტრუქტურის მინისტრს ნარმანიას. საკითხის განხილვა მთავრობის სხდომაზე მოხდება და იმედია, რომ ნარმანია ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს დაარწმუნებს” – აღნიშნა გელაშვილმა. საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ამბობს, რომ სურამელები მის წინააღმდეგ გარკვეულმა პიროვნებებმა წააქეზეს: „მე იქ ვესწრებოდი და მოვისმინე, თუ როგორ წააქეზეს ხალხი, წავიდეთ, წავიდეთ, შევიჭრათო. ინიციატორების ვინაობას გამოძიება დაადგენს” – თქვა ლომიძემ. სურამელები საკითხის გაჭიანურებაში, სწორედ, საკრებულოს თავმჯდომარეს ადანაშაულებენ და მისი გადადგომა მოითხოვეს. აქცია სამშაბათს განახლდება. 17 2-ს მოსწონს
|