x
image
ნიკა კირკიტაძე
სურამელებმა მუნიციპალიტეტის შენობაში შეჭრა სცადეს
image

სურამელებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში შეჭრა და მმართველი თანამდებობის პირების გადადგომა მოითხოვეს. შენობის ფოიეში შეკრებილ მოსახლეობას დაცვის პოლიციის თანამშრომლები აკავებდნენ. აღელვებულ ხალხს საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ბერაია და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი შეხვდნენ.


სურამელები, 2011 წლის ზაფხულში, მდინარე სურამულას ადიდებამ დააზარალა. იყო მსხვერპლიც. მას შემდეგ ისინი კომპენსაციას უშედეგოდ ითხოვენ. მაჟორიტარი დეპუტატის ვალერი გელაშვილის განცხადებით, ზარალი დათვლილია და 3 მლნ ლარს აღწევს. „ზარალის ეს ოდენობა მუნიციპალიტეტში შექმნილმა კომისიამ დაადგინა და გადაეგზავნა ინფრასტრუქტურის მინისტრს ნარმანიას. საკითხის განხილვა მთავრობის სხდომაზე მოხდება და იმედია, რომ ნარმანია ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს დაარწმუნებს” – აღნიშნა გელაშვილმა.


საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ამბობს, რომ სურამელები მის წინააღმდეგ გარკვეულმა პიროვნებებმა წააქეზეს: „მე იქ ვესწრებოდი და მოვისმინე, თუ როგორ წააქეზეს ხალხი, წავიდეთ, წავიდეთ, შევიჭრათო. ინიციატორების ვინაობას გამოძიება დაადგენს” – თქვა ლომიძემ. სურამელები საკითხის გაჭიანურებაში, სწორედ, საკრებულოს თავმჯდომარეს ადანაშაულებენ და მისი გადადგომა მოითხოვეს. აქცია სამშაბათს განახლდება.




0
17
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკა კირკიტაძე
ნიკა კირკიტაძე
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0