საქართველო "თვითმკვლელობის მცდელობის 15-მდე შემთხვევა იყო" - ალასანია სამხედროების ფსიქორეაბილიტაციის პროგრამაზე 2013, 29 ნოემბერი, 19:51 "მიზანმიმართულად დაარტყეს ქართულ არმიას" - ირაკლი ალასანია ქართული ჯარის მიმართ დაწყებულ "თავდასხმებს" გარკვეული ძალების მხრიდან პოლიტიკურ პროპაგანდას უკავშირებს. ამის შესახებ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა "პალიტრა TV"-ის გადაცემა "ემას შოუში" ისაუბრა. ამ კონტექსტში თავდაცვის მინისტრმა უცხოურ გამოცემებში ქართველი ჯარისკაცების შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაციები და ბოლო დროს ჯარისკაცების მოწამვლის გახშირებული ფაქტები მოიხსენია. "ამ ყველაფერს შესწავლა სჭირდებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოძიება დაწყებულიყო ამ მიმართულებით. პროკურატურაში ახლა ახალი ხელმძღვანელობაა. იმედია, ბევრად უფრო დროულად და საფუძვლიანად შეისწავლიან ყველა საქმეს" - აღნიშნავს ალასანია.
12 1-ს მოსწონს
|