x
image
ნიკა კირკიტაძე
გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა ვილნიუსის სამიტზე

image


ვილნიუსში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პლენარული სესიის სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა მოკლე სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს და ევროკავშირს ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცა.

"ხელშეკრულება აფუძნებს საქართველოს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის ჩართვას. მიგვაჩნია, რომ საქართველო ევროკავშირთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეა მსოფლიოში კრიზისის მართვის საკითხებში. ევროკავშირის მისიამ დიდი როლი შეასრულა საქართველოს სტაბილურობის საქმეში, ამიტომ ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ქვეყნის მშენებლობის პროცესში და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროკავშირთან ერთად მონაწილეობა. საქართველომ გაიღრმავა თავისი გამოცდილება 1995 წლიდან მისიებთან თანამშრომლობის გზით და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობა საქართველოს დამატებით ღირებულებას შესძენს", - აღნიშნა მარგველაშვილმა.



0
68
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკა კირკიტაძე
ნიკა კირკიტაძე
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0