
ანჯელინა ჯოლი-ამერიკელი კინოვარსკვლავი, ფოტომოდელი, რეჟისორი და თანამედროვეობის სექს-სიმბოლოდ აღიარებული ქალია.რამოდენიმე დღის წინ ანჯელინამ ნიშნად თავისი დიდი სიყვარულისა, თავის მეუღლეს ბრედ პიტს დაბადების 50-ე წელთან დაკავშირებით გულის ფორმის ნამდვილი კუნძული აჩუქა. ეს საჩუქარი მას სულ რაღაც 12 მილიონი დოლარი დაუჯდა.

გთავაზობთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს მისი ცხოვრებიდან
ანჯელინა ძალიან ახლო მეგობრულ დამოკიდებულებაშია თავის ძმასთან ჯეისონთან, იმდენად ახლო, რომ ოსკარის გადაცემის ცერემონიალზე მას ტუჩებში აკოცა ყველას თანდასწრებით. აქედან წამოვიდა ჭორები ენჯისა და მის ძმის სექსუალურ კავშირზე, რაც არ დადასტურდა.
წლების განმავლობაში ანჯელინა ანტიპათიას გამოხატავდა თავისი მამის მიმართ. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მან უღალატა ანჯელინას დედას და ოჯახიდან წავიდა. თუმცა დედის სიკვდილის შემდეგ ენჯიმ გადაწყვიტა მამასთან მოეგვარებინა ურთიერთობა და მიიწვია ის ფილმში "ლარა კროფტი-სამარხების მძარცველი"-სათამაშოდ.

ანჯელინას ნათლია მსახიობი ჟაკლინ ბისეა.

ანჯელინა ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდა უამრავ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, კენიაში, ტაილანდში, ეკვადორში, სუდანში, კონგოში, იორდანიაში და კიდევ ბევრ სხვა ქვეყნებში.

ანჯელინა ცაციაა.

ანჯელინას უყვარს თავად შეასრულოს სახიფათო ტრიუკები ფილმებში, თუმცა ამის გამო ხშირად იღებს პატარ-პატარა ტრავმებს. ფილმში "ლარა კროფტი" ის თავად გადმოხტა ჭაღიდან და მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო, რისგანაც შრამიც კი დარჩა.

მსახიობ ბილი ბობ ტორნტონთან ქორწინების დროს ანჯელინამ არ ჩაიცვა თეთრი კაბა. ის გამოეწყო შავ ტყავის შარვალსა და თეთრ მაისურში, რომელზეც სისხლით ეწერა საყვარელი მამაკაცის სახელი.

ანჯელინას საყვარელი მულტფიმლის პერსონაჟია სპილო დამბო. როცა ენჯი ამ ფილმს ყურებს, ყოველთვის ტირის ხოლმე.

ანჯელინას ერთ-ერთი ზედმეტსახელია ქალი-კატა.

ჯოლი გახდა მესამე მსახიობი ქალი(ჯულია რობერტსისა და კამერონ დიასის შემდეგ), რომლის ჰონორარმაც ფილმში 20 მილიონს მიაღწია.

ანჯელინას და ბრედს სახლში აქვთ დანებისა და პისტოლეტების კოლექცია. რათქმა უნდა, ბავშვებისათვის ეს ადგილი მიუწვდომელია.
ანჯელინას აქვს პილოტის ლიცენზია, რომელიც მან 2004 წელს მიიღო.

ხანდახან ჯოლი ატარებს კონტაქტურ ლინზებს, რადგან მას არცთუ ისე კარგი მხედველობა აქვს.

თავიდან ფილმში "მისტერ და მისის სმიტები" მთავარ როლზე მიწვეული იყო ნიკოლ კიდმანი, მაგრამ მან უარი თქვა როლზე დატვირთული გრაფიკის გამო. როლი ბრედ პიტის მომავალ ცოლს ერგო.

ჯოლის 2-მდე ტატუ აქვს გაკეთებული სხეულის სხვადასხვა ადგილზე.
სტატია კი საინტერესოა.