x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
18 წლის გოგონას სიკვდილისწინა სურვილი

imageლესლი რივესი 18 წლისაა, ცხოვრობს ქალაქ მურიეტაში, შტატი კალიფორნია, მას აპრილის თვეში დაუდგინეს საშინელი დიაგნოზი-ლეიკემია.ის რამდენიმე თვეღა თუ იცოცხლებს, მისმა მშობლებმა და ახლობლებმა მიმართეს ფონდს "ჩაიფიქრე სურვილი", -ეს ორგანიზაცია განუკურნავ ავადმყოფებს უკანასკნელ სურვილს უსრულებს, ლესლის სურვილი სრულიად უბრალო და მიწიერი იყო, ამასთანავე სულისშემძვრელი, დაქორწინდეს საყვარელ ადამიანზე, რომელიც ყოველთვის მის გვერდითაა და ზრუნავს მასზე.წინა ხუთშაბათს ლესლი რივესი და დანიელ მენდოზა დაქორწინდნენ.image სკოლის დამთავრებისთანავე ლესლი უმეტეს დროს საავადმყოფოში ატარებს, დანიელი ყოველთვის მის გვერდითაა.image გოგონას ძალიან უყვარს ტელეგადაცემის ყურება, სადაც დევიდ ტუტერა ორგანიზებას უკეთებს ცნობილი ადამიანების ქორწილებს.image ფონდი სწორედ დევიდ ტუტერას დაუკავშირდა და მას სთხოვა ქორწინების ორგანიზება.გაითვალისწინეს რა ლესლის მდგომარეობა, იმოქმედეს სწრაფად.image დევიდის საიტზე გამოქვეყნებული იყო ინფორმაცია ამ მოვლენის შესახებ, ასეულობით ადამიანმა ფული გამოაგზავნა, ვისაც რამდენი შეეძლო.image "ყველაზე კარგი ისაა, -ამბობს დევიდი-რომ ის ჩვეულებრივი პატარძალივით გამოიყურება".image ლესლის უნდოდა, რომ მისი ქორწილი დამსგავსებოდა საგა "ბინდის" მთავარ გმირების ქორწილს.image ქორწილი გაიმართა 21 ნოემბერს რანჩო ლას-ტომასში, სუფრაზე იყო შოკოლადი მარწყვით და ფოტოკიოსკი, ისე, როგორს ეს პატარძალს სურდა.image ცერემონიის წინ ლესლიმ საავადმყოფოში გაატარა, სისხლის მორიგი გადასხმა გაუკეთეს, რომ ქორწილში კარგად ეგრძნო თავი. image
როცა უყურებთ წყვილს და ხედავთ დენიელი როგორ ზრუნავს მასზე, ეხმარება გადაადგილებაში, ხელი ხელზე აქვს ჩაჭიდებული, ფიცის წარმოთქმის შემდეგ ხვდები რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილები.

5
925
17-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
925
  
2013, 29 ნოემბერი, 22:28
ერთი ძალიან კარგი ფილმის შინაარსს გავს ეს ამბავიი :) კარგი სტატიაა მადლობთ :)
2013, 29 ნოემბერი, 10:28
:'( იქნებ სასწაული მოხდეა და გადარჩეს
2013, 28 ნოემბერი, 22:04
ზოგი 100წელი ცხოვრობს და ნამდვილ სიყვარულს ვერ პოულობს და ეს მთვარია,მთავარია ესეთი დიდებული რარაც იგრძნო და განიცადო...
2013, 28 ნოემბერი, 20:31
სიყვარულს ყველაფერი შეუძლია და ყველაფერს იტანს
2013, 28 ნოემბერი, 20:20
საწყალი:(
0 1 5