x
საუკეთესო ფრაზები ფილმებიდან - ნაწილი II
image”მართალი კაცის გზა გარშემორტყმულია ეგოისტი და ბოროტი ადამიანების უსამართლობებით. დალოცვილია ის ვინც ქველმოქმედებისა და კეთილი ნების სახელით გაუძღვება სუსტებს სიბნელის ხეობაში, რამეთუ ის ჭეშმარიტად არის მისი ძმის მფარველი და დაკარგული ბავშვების მპოვნელი. და მე საშინელი შურისძიებითა და მძვინვარე რისხვით ავმაღლდები მათზე ვინც ცდილობს ჩემი ძმების მოწამვლას და მათ განადგურებას. და შენ გაიგებ, რომ მე ვარ მბრძანებელი, როცა შურისძიებას მოვმართავ შენსკენ.” ამას მე წლების განმავლობაში ვიძახდი და თუ შენ ამას მოისმენდი ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ შენ ტრაკი ხარ და შენ უკევ მკვდარი იქნებოდი. მე დიდად არასდროს მიფიქრია თუ რას ნიშნავდა. უბრალოდ მიმაჩნდა, რომ ეს ცივსისხლური ფრაზა იყო, რომელიც ნაბიჭვრისთვის უნდა მეთქვა სანამ ტყვიას ტრაკში ვესროდი. მაგრამ დღეს დილით მე რაღაც ვნახე, რამაც ორჯელ დამაფიქრა. მე ახლა ვფიქრობ: შეიძლება ეს ნიშნავს, რომ შენ ბოროტი კაცი ხარ და მე მართალი და მისტერ 9 მილიმეტრიენი... ის გამძღოლია, რომელიც ჩემს მართალ ტრაკს იცავს სიბნელის ხეობაში. ან შეიძლება ეს ნიშნავს, რომ შენ მართალი კაცი ხარ მე კი გამძღოლი, ბოროტი და ეგოისტი კი სამყაროა. მე ეს მაწყობს, მარგამ ეს მართალი არაა. სიმართლე ისაა, რომ შენ სუსტი ხარ, მე კი ბოროტი კაცის ტირანიის განსახიერება ვარ, მაგრამ მე ვცდილობ რინგო, მე მართლა ძალიან ვცდილობ რომ გამძღოლი ვიყო.


ეს იყო სამუელ ლ. ჯექსონის გმირის სიტყვები ფილმიდან კრიმინალური საკითხავი. წარმოგიდგენთ ფრაზების მე-2 ნაწილს 1990-იანებში გადაღებული საუკეთესო ფილმებიდან.
image

ეჭვმიტანილები (1995)
ეშმაკმა საუკეთესო ოინი მაშინ მოაწყო, როცა მსოფლიო დააჯერა მის არარსებობაში. image


იურული პერიოდის პარკი (1993)
ღმერთი ქმნის დინოზავრს, ღმერთი ანადგურებს დინოზავრს.
ღმერთი ქმნის ადამიანს, ადამიანი ანადგურებს ღმერთს. ადამიანი ქმნის დინოზავრს...
image

ტალღის ქიმზე (1991)
შიში ყოყმანის საფუძველია, ყოყმანი კი შენს ყველაზე კოშმარულ შიშებს რეალობად აქცევს.
imageგაქცევა შოუშენკიდან (1994)
ზოგირეთი ჩიტი გალიისთვის არაა განკუთვნილი. მათი ბუმბული
უბრალოდ ძალიან კაშკაშაა და როცა ისინი მიფრინავენ, შენი ცნობიერების ის ნაწილი, რომელმაც იცის, რომ ცოდვა იყო მათი გამოკეტვა, ზეიმობს. მაგრამ, მაინც, ადგილი სადაც ცხოვრობ მათი წასვლის შემდეგ ერთფეროვანი და ცარიელი ხდება.

image

შინდლერის სია (1993)
ძალაუფლება ისაა, როცა მოკვლის ყველანაირი საბაბი გაქვს, მაგრამ არ კლავ.
image









0
1025
შეფასება არ არის
ავტორი:Pumpkin Joe
Pumpkin Joe
1025
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0