x
საუკეთესო ფრაზები ფილმებიდან - ნაწილი 1-ლი
imageძნელია დარჩე გაბრაზებული, როცა სამყაროში ამდენი სილამაზეა. ზოგჯერ ვგრძნობ, ყოველ მათგანს ერთდროულად ვხედავ და ეს მეტისმეტია. ჩემი გული იმ ბუშტივით ივსება, რომელიც სადაცაა გასკდება... და შემდეგ მახსენდება, რომ უნდა მოვეშვა და შევწყვიტო გაძალიანება და მაშინ ის როგორც წვიმა ისე მიედინება ჩემში და მე ვგრძნობ ვერაფერს გარდა მადლიერებისა ჩემი სულელური, პატარა ცხოვრების ყოველი წამისთვის.


ეს იყო კევინ სპეისის გმირის უკანასკნელი სიტყვები ფილმიდან ამერიკული სილამაზე. წარმოგიდგენთ ფრაზებს 1990-იანებში გადაღებულ საუკეთესო ფილმებიდან.


image





ფორესტ გამპი


დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ცხოვრება შოკოლადის ყუთს ჰგავს. არასდროს იცი როგორი შეგხვდება.image





თორმეტი მაიმუნი


არ არსებობს სიმართლე, არ არსებობს ტყუილი, არსებობს მხოლოდ ხალხის აზრი.
image
შვიდი

ჩვენ ვხედავთ მომაკვდინებელ ცოდვას ყოველი ქუჩის კუთხეში, ყოველ სახლში და ტოლერანტობით ვეკიდებით ამას. ჩვენ ვითმენთ, რადგან ეს საერთოა, ეს ტრივიალურია. ვითმენთ დილით, შუადღეს და ღამით. ჩვენ აღარ მოვითმენთ. მე მაგალითს ვაჩვენებ. ჩემი საქციელი საგონებელში ჩააგდებს ხალხს და შეისწავლიან მას და მომყვებიან.... სამუდამოდ.
image

ბრძოლის კლუბი


და შემდეგ რაღაც მოხდა. მე დავნებდი. დავიკარგე მივიწყებებში. ბნელში მდუმარესა და სრულყოფილში. მე ვიპოვე თავისუფლება. ყოველი იმედის დაკარგვა იყო თავისუფლება.image









2
912
1-ს მოსწონს
ავტორი:Pumpkin Joe
Pumpkin Joe
912
  
2013, 25 ნოემბერი, 10:45
გავითვალისწინებ :)
2013, 24 ნოემბერი, 22:17
მეტი ფრაზები ვერ გადმოთარგმნე ? კარგია მაგრამ ცოტაა :))
0 1 2