კინო დაუჯერებელი ნამდვილი ამბები, რომლებიც ფილმებიდან ამოჭრეს 2012, 8 სექტემბერი, 22:28 ![]() ხალხის მტრები - გაქცევა ხის იარაღით ![]() ![]() ”ვალკირია”-ში, რომელშიც მთავარ როლს ტომ კრუზი თამაშობს, კლაუს ფონ შტაუფენბერგი არის ნაცისტი პოლკოვნიკი, რომელსაც აფეთქების შედეგად დაკარგული აქვს თვალი, ხელი და სამი თითი, მაგრამ მიუხედავად ამისა ის ცდილობს ჰიტლერის მოკვლას და ფაშისტური რეჟიმის დასრულებას. ფილმის დასაწყისში, მაშინ როცა აფეთქების შედეგად შტაუფენბერგი საავადმყოფოში წევს, ჩანს ცოლი, რომელიც მის მოსანახულებლად არის მისული. მას ეუბნებიან მეუღლის მდგომარეობაზე და ამით საავადმყოფოს სცენა რჩება, მაგრამ სინამდვილეში საავადმყოფოში გაცილებით მეტი მოხდა. მაშინ, როცა პოლკოვნიკს ხელის ამპუტაციას უკეთებდნენ ის უარს ამბობდა ტკივილგამაყუჩებლის მიღებაზე, რადგან ნარკოტიკის ქვეშ ჰიტლერის მოკვლის გეგმის შემუშავებაში ხელი შეეშლებოდა. ![]() ![]() კლოვერფილდი - თავისუფლების ქანდაკების თავი ფილმის სპეცეფექტებზე მუშაობისას შექმნელები ცდილობდნენ თავისუფლების ქანდაკების თავი მაქსიმალურად რეალური ყოფილიყო, მაგრამ ისინი პატარა პრობლემას წააწყდნენ. საქმე იმაშია, რომ ამერიკელების უმეტესობას თავისუფლების ქანდაკება იმაზე დიდი ჰგონია, ვიდრე ის სინამდვილეშია. ამიტომ შემქმნელებს მოუხდათ ქვეყნის, ალბათ, ყველაზე ცნობადი სიმბოლოს თავის გაზრდა, იმისთვის, რომ ის მაყურებლისთვის უფრო რეალისტური ყოფილიყო. 1500 9-ს მოსწონს
|