სალათები უგემრიელესი სალათი ,,ფანტაზია" (მაშას რეცეპტებიდან) 2013, 28 ნოემბერი, 15:56
ამ უგემრიელესი სალათის მოსამზადებლად ჩვენ დაგვჭირდება შემდეგი
ინგრედიენტები:
–400-500 გრ.შებოლილი ვიჩინა ანუ ბეკონი. –4 კვერცხი –1ბულგარული წითელი წიწაკა –1კიტრი –1ქილა(350გრ) დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები. –1შეკვრა კამა. -200-250გრ.მაიონეზი –მარილი გემოვნებით. მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: 1.მოვამზადოთ პირველად ინგრედიენტები:კვერცხი მოვხარშოთ, კიტრი, ბულგარული წიწაკა და კამა გავრეცხოთ გამდინარე ცივი წყლით.სიმინდის მარცვლებსაც გავავლოთ წყალი და დავყაროთ თუშფალანგზე რომ წყალი არ შეყვეს. 2.მოზრდილ თასზე დავჭრათ კვერცხი და ავურიოთ სიმინდის მარცვლები. 3.დავჭრათ ბეკონი წვრილ გრზელ ჩხირებათ(როგორც სურათზეა)და დავაყაროთ კვერცხსა და სიმინდის მარცვლებს. 4.ტკბილი წიწაკაც დავჭრათ ჩხირებათ.ხოლო კიტრი გავფცქვნათ, გავყოთ შუაზე და თხელ ნაჭრებად დვჭრათ.ესეც დავამატოთ თასზე დაყრილ ინგრედიენტებს. 5.დავჭრათ ცოცხალი კამაც და დავაყაროთ სალათას, შემდეგ დავაყაროთ მარილი და მოვურიოთ კარგად.ბოლოს კი გემოვნებით მაიონეზი და კიდევ ერთხელ მოურიოთ.გადავიტანოთ სასალათე ლანგარზე და... მ ი ი რ თ ვ ი თ გ ე მ რ ი ე ლ ა დ ! თ ქ ვ ე ნ ი მ ა შ ა პ.ს. ჩემს რეცეპტებს რომლებსაც ხშირად მოგაწვდით ძვირფასო მკითხველებო. სახალისოდ “მაშას რეცეპტები"ვუწოდე.და ეს იქნება ჩემი ახალი ხელწერა.წარმატებებს გისურვებთ! 14146 5-ს მოსწონს
|