x
image
ნოდარ ჯოჯუა
ალასანიას მეუღლე: ძალიან მიხარია, რომ თბილისის მერი ზუგდიდელი იქნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე
ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, ძალიან მიხარია, რომ თბილისის მერი ზუგდიდელი იქნება.image„დრტვინავს თბილისი, ზუგდიდელი ვერ გაიგებს ჩვენი ქალაქის
ხასიათს და შინაარსსო, ვერც ტკივილი ეტკინება და ვერც პრობლემას დაინახავს სწორადო..... არა ქაოსური შფოთვის, არამედ რაციონალურად ჩამოყალიბებული
ტკივილების გამოხატვის მომხრე ვარ და დაფასთან გასული კლასელისთვის კარნახიც ძალიან მიყვარდა სკოლაში გაკვეთილებზე, მე რომ მკარნახობდნენ, ეგეც არანაკლებ მახარებდა.
თუ ნარმანია გახდა მერი, სულ მარტივია, რომ ვიშვიშის ნაცვლად
მოვუყვეთ ჩვენს წყლულებსა და ტკივილებზე, ყველამ თითო რამე მაინც და აუცილებლად გაიგებს. მეგრელები სწრაფად ითვისებენ ყველაფერს. აი, მე უკვე მოვამზადე ჩემი საკითხი - სოლოლაკი ბატონო დავით... ამ უბანში პრაქტიკულად ყველა შენობა არქიტექტურული ძეგლია, და პრაქტიკულად ყველა ავარიული. ძვირი
დაჯდება, მაგრამ ამის განადგურება დაუშვებელია.
ჯერ კიდევ შიმშილის და სიბნელის წლებში, ადრეულ 90-იანებში
მამაჩემმა გამონახა გზა, რომ მწერალთა კავშირის ულამაზესი შენობა ბეტონის ბალიშზე დაესვა და გაემაგრებინა და გადაარჩინა ეს მშვენიერება. იმედი მაქვს, ამ უბნის მნიშვნელოვნება არქიტეტურული თვალსაზრისით შევა პრიორიტეტებში.
მიხარია მეგრელის კანდიდატურა იმიტომ, რომ მეგრელებს ყველა სხვა
ქართველზე მეტად სისხლში აქვთ სისუფთავის და სილამაზის, ყვავილების სიყვარული და დარწმუნებული ვარ, ქალაქს ეს შეეტყობა. მეტი ასპარეზი მიეცემათ თბილისის მებაღეებს.
დანარჩენ საკითხებზე სხვა დროს ავიწევ ხელს და გამოზოგვით ამოვთქვამ, სხვები რომ დაიჩივლებენ თავისას, მერე. რიგის დაცვა აუცილებელია, " - წერს ფანჯიკიძე.

1
1861
4-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
1861
  
2013, 30 ნოემბერი, 22:33
ბალიში აუფეთქდა? თუ თავი რატო აქ ბუჩქივით....
0 1 1