x
image
ნიკა კირკიტაძე
რუსმა ექიმებმა 12 წლის ბიჭუნას "მომავლის მატერიისგან" შექმნილი პროთეზი ჩაუდგეს

image


გადატრიალება მსოფლიო მედიცინაში: რუსმა ექიმებმა 12 წლის ბიჭუნას გულში "მომავლის მატერიისგან" შექმნილი პროთეზი ჩაუდგეს.მსოფლიოში პირველად რუსმა ექიმებმა პაციენტს უნიკალური პროთეზი გაუკეთეს, რომელსაც გულის ყველაზე რთული დაავადებების გამოსწორებაც კი შეუძლია. აქამდე ამისთვის წლები და რამდენიმე ოპერაციის გაკეთება იყო საჭირო.

12 წლის ბიჭუნა, გულის უმძიმესი დაავადებით, მსოფლიოში პირველი პაციენტი გახდა, რომელსაც "მომავლის მატერიისგან" დამზადებული პროთეზი ჩაუდგეს. ტექნოლოგია ნობელის პრემიის ლაურეატმა, შვეიცარიელმა მეცნიერმა ლენმა შეიმუშავა და რუსეთში პირველად გამოიცადა.

თავად ოპერაცია 2 საათს გრძელდება. იგი წვრილმანებამდეა გათვლილი და მედიკოსებისთვის მისი ჩატარება რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. მეცნიერები ჯერჯერობით გეგმებს არ აწყობენ, თუმცა, იმედოვნებენ, რომ ახალი მატრიცა გადატრიალებას მოახდენს მედიცინაში და მას არა მარტო გულის, არამედ სხვა ორგანოების მკურნალობაშიც გამოიყენებენ.

საგულისხმოა, რომ ოპერაცია მოსკოვის გულ-სისხლძარღვთა სამეცნიერო ცენტრში ჩატარდა, რომლის დირექტორიც მსოფლიოში ცნობილი ქართველი სპეციალისტი ლეო ბოკერიაა.



0
97
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკა კირკიტაძე
ნიკა კირკიტაძე
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0