საზოგადოება მთვრალი მძღოლების დასჯის ყველაზე აქტუალური მეთოდები სხვადასხვა ქვეყანაში 2013, 24 ნოემბერი, 23:19 1. ბელარუსი. ბელარუსში საკმაოდ მკაცრი კანონებია ნასვამი მძღოლების მიმართ:თუ ალკოჰოლის დოზა სისხლში 0.04 პრომილეს აჭარბებს, პირველ შემთხვევაში მძღოლი იხდის 12 500 დოლარს და მართვის უფლება ჩამოერთმევა 3 წლით. განმეორების შემთხვევაში ის შეიძლება ციხეში გაუშვან-მის მიმართ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე. 2.ჩეხეთი. ჩეხეთში, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, დამტკიცებულია "ალკოჰოლის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა"-ე.ი. 0.00 პრომილე. დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს 200-470 ევროს. 3.ხორვატია. ზუსტად ისეთივე კანონი მოქმედებდა ამ ქვეყანაში, როგორიც ჩეხეთში, მაგრამ ტურისტული კომპანიების ზეწოლის გამო კანონი ოდნავ შეიცვალა:დასაშვებია სისხლში 0. 5 პრომილე ალკოჰოლის არსებობა, რაც შეესაბამება 1 ბოკალ ღვინოს ან 40 გრამ არაყს. ნასვამი მძღოლის გამოვლენის შემთხვევაში ჯარიმა დიდი არაა-სულ 70 ევრო, მაგრამ თუ ნასვამმა მძღოლმა ავარია მოახდინა ან მოძრაობის წესები დაარღვია, მაშინ აქაც ამოქმედდება "ნულოვანი ტოლერანტობის კანონი". 4.გერმანია. ისევე, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, აქაც ალკოჰოლის დასაშვები რაოდენობა 0, 5 პრომილეა. მაგრამ 2 წელზე ნაკლები მანქანის მართვის სტაჟის მქონე პირებს, 21 წლამდე ახალგაზრდებს, აგრეთვე ტაქსის მძღოლებს ეკრძალებათ თუნდაც 1 გრამი ალკოჰოლის მიღებაც კი საჭესთან დაჯდომის დროს. გერმანიაში ნასვამი მძღოლი პირველად გამოვლენის შემთხვვაში იხდის 500 ევროს, მეორედ -1000 ევროს, ხოლო მესამედ- 3000 ევროს. 5.დიდი ბრიტანეთი. ინგლისში დაუსჯელად შეუძლიათ მიიღონ 0.8 პრომილემდე ალკოჰოლი, მაგრამ გადაჭარბების შემთხვევაში აქ ყველაზე დიდი ჯარიმაა-7 200 ევრო. 6.საფრანგეთი. ყველაზე ცნობილი და ძვირფასი ღვინოების სამშობლოში საკმაოდ მკაცრი კანონებია: ჯარიმა 138 ევრო(0.8 პრომილემდე), 4500 ევრო(0.8 პრომილეს ზემოთ) და 30 000 ევრო, თუ მოხდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა. მძიმე შედეგით დასრულებული ავარიის შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს 150 000 ევროს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთას. ყველა მძღოლი საფრანგეთში ვალდებულია თან ატაროს სისხლში ალკოჰოლის გასაზომი ხელსაწყო. მაგალითად, რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ მან უნდა გაიზომოს ალკოჰოლის შემცველობა და ისე დაჯდეს საჭესთან. ამ ხელსაწყოს არქონის შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება. 7.აშშ. ამერიკაში ყველაფერში სიმკაცრეა: სასმელების მოყვარული მძღოლები შეიძლება ციხეში აღმოჩნდნენ 6 თვიდან 1 წლამდე, ასევე შეიძლება კარგა ხნით დაემშვიდობონ მართვის მოწმობას. დასაშვები ნორმაა-0.8 პრომილე (21 წელს ზევით). ასე რომ ამერიკასა და ევროპაში ალკოჰოლის მიმართ საკმაოდ ლოიალური დამოკიდებულებაა. ახლა ვნახოთ, რა ხდება აღმოსავლეთში. 8.სინგაპური. სინგაპურში თუ მძღოლს დაუდგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა მანქანას, დაუყონებლივ გაიროზგება. დასასჯელად მას სცემენ ჯოხებით(1 მეტრზე ცოტა მეტი სიგრძის და 1 სმ სისქის).გარდა ფიზიკური დასჯისა, მას აკისრებენ ჯარიმის-200 სინგაპურული დოლარის გადახდას. 9.ჩინეთი. განსაკუთრებით მკაცრია კანონი ჩინეთში.ნასვამ მძღოლს ელის 1-დან 6 წლამდე ციხე. არა აქვს მნიშვნელობა, მოახდინა მან ავარია თუ არა. ხოლო თუ ავარია მოხდა ლეტალური შედეგით, მძღოლს სიკვდილით სჯიან. 10.არაბთა გაერთიანებული ემირატები. ემირატებში, ისევე, როგორც სხვა მუსულმანურ ქვეყნებში, ზედმეტია ნასვამი მძღოლის დასჯაზე საუბარი, რადგან აქ როგორც წესი, სასმელის გამოყენება უმკაცრესად ისჯება. ისლამი კრძალავს ყოველგვარი სპირტიანი სასმელის მიღებას. ნასვამი მძღოლის გამოვლენა აქ ძალზე იშვიათად ხდება, გამონაკლის შემთხვევებში მათ სასტიკი სასჯელი ელით. 303 11-ს მოსწონს
|