23 ნოემბერს ომსკში 24 წლის მოკრივეს, ივან კლიმოვის გვამი აღმოაჩინეს.
თვითმხილველების თქმით, მკვლელმა თავდაპირველად სპორტსმენის ავტომობილს ბორბლები დაუხვრიტა, ხოლო მას შემდეგ, რაც ივანი ეზოში გამოვიდა, უცნობმა მას დანა ორჯერ დაარტყა. 24 წლის კლიმოვი მიღებული ჭრილობებისგან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
ივან კლიმოვი რუსეთის მოკრივეთა ნაკრების წევრია. ის ციმბირის სამგზის ჩემპიონი, ასევე რუსეთისა და საერთშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულია.