x
image
ნიკა კირკიტაძე
უნიკალური ტემბრი და გამორჩეული გარეგნობა - 42 წლის მომღერლის ემოციური გამოსვლა რუსულ Voice-ში

image


23 ნოემბერს რუსული Voice-ს ნოკაუტ-რაუნდების მორიგი ეტაპი გაიმართა. სცენაზე გამოსული 12 კონკურსანტიდან ერთ-ერთი გამორჩეული 42 წლის ნარგიზ ზაკიროვა იყო, რომელმაც ჟიურის წევრები თავისი უნიკალური ტემბრით ჯერ კიდევ შესარჩევ ტურებზე მოხიბლა . მწვრთნელმა ლეონიდ აგუტინმა ნარგიზს ორი მანდილოსანი - ეკატერინა კუზინა და ელენა მაქსიმოვა დაუპირისპირა. ეკატერინამ უიტნი ჰიუსტონის "I Will Always Love You" შეასრულა, ხოლო ელენამ სელინ დიონის "My Heart Will Go On". რაც შეეხება ნარგიზს, მან ალა პუგაჩოვას ცნობილი სიმღერა "Женщина, которая поет" იმღერა და ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა. მწვრთნელის, ლეონიდ აგუტინის გადაწყვეტილებით, მორიგ რაუნდში ელენა და ნარგიზი გადავიდნენ, ხოლო ეკატერინა პროექტს გამოეთიშა.



0
84
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკა კირკიტაძე
ნიკა კირკიტაძე
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0