x
image
მანჩო 777
ყველაზე ლამაზი სოკოები მსოფლიოში
სოკოები-ეს ცოცხალი ბუნების გასაოცარი სამეფოა. მისი წარმომადგენლები თავის თავში აერთიანებენ მცენარეულ და ცხოველურ საწყისებს. სულ მეცნიერებისათვის ცნობილია დაახლოებით 2 მილონამდე სახეობის სოკო. წარმოგიდგენთ ყველაზე ლამაზი და საინტერესო სოკოების ათეულს.

1.ჩრდილო და ცენტრალური ამერიკის, აღმოსავლეთ აზიიის ბევრ ქვეყანაში გავრცელებულია სოკო ცისფერი რძიანა(Lactarius indigo).

image

ამ სოკოს ახალამოსულს აქვს ცისფერი, ხოლო ძველს მოცისფრო-მორუხო შეფერილობა. საკვებად გამოსადეგი სოკოა და ხშირად შეხვდებით მექსიკის, გვატემალისა და ჩინეთის ბაზრებში.


2.პანელიუსი(Panellus)-გავრცელებულია აზიაში, ავსტრალიაში, ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში. იზრდება ჯგუფ-ჯგუფად ხის მორებზე.მიეკუთვნება ბიოლუმინესცენციური სოკოების ჯგუფს.

image

3.ტრემალა ნარინჯისფერი (Tremella mesenterica)-იზრდება გამხმარ ხეებზე ან ჩამოცვენილ ტოტებზე. ის ჩნდება ხოლმე წვიმის შემდეგ ხის გამსკდარ ქერქზე. აქვს ჟელატინიმაგვარი ნარინჯისფერ-მოყვითალო შეფერილობა. მიუხედავად იმისა, რომ შხამიანი არაა, საკვებად გამოუსადეგარია, რადგან აბსოლუტურად უგემურია.

image

4.როტოდუსი (Rhodotus palmatus)- შეტანილია წითელ წიგნში. ის ერთადერთი წარმომადგენელია Physalacriaceae-ის ჯიშის სოკოებისა. იზრდება ჩრდილო ამერიკაში, ჩრდილო აფრიკაში, ევროპასა და აზიაში.

image

5.კლავარია ღია-იისფერი (Clavaria zollingeri)-გააჩნია მილისმაგვარი იისფერი ან მოვარდისფრო შეფერილობა.

image

6.ტომრისმაგვარი ვარსკვლავა (Geastrum saccatum)-ამ სოკოს ბრაზილიაში უწოდებენ "მიწის ვარსკვლავს" მისი გარეგნული იერის გამო. გემო მწარე აქვს. იზრდება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ხავსიან ხეებზე.

image

7.ზღვის ანემონი (Aseroe rubra)-მას იოლად გამოვიცნობთ ვარსკვლავისებური ფორმის და სიდამპლის სპეციფიკური სუნის გამო. მისი "არომატი" ძალიან იზიდავს ბუზებს.

image

8.მარჯნის სოკოები (Clavulinopsis corallinorosacea)-ძალიან გავს ნამდვილ ზღვის მარჯანს ფორმითაც და შეფერილობითაც. გვხვდება ძველ ტყეებში.

image

9.ყავისფერი საწვიმარა (Lycoperdon umbrinum)-აქვს ბურთისმაგვარი ფორმა. ხარობს ავროპაში, აზიასა და ჩრდილო ამერიკაში. სპორები წარმოიქმნება სოკოს სხეულის შიგნით.

image

10.კეისარის სოკო- მას აქვს მონარინჯისფრო ქუდი, ყვითელი ფირფიტები და თეთრი ფეხი. ძალიან გემრიელი სოკოა და სახელი დაერქვა იმის გამო, რომ ხშირად ამშვენებდა რომაელი კეისრების სუფრას.

image

4
969
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
969
  
2013, 28 ნოემბერი, 12:41
კეისრის სოკოს ნიყვი ქვია საქართველოში :)
2013, 23 ნოემბერი, 23:18
საოცრად
2013, 23 ნოემბერი, 23:11
ლამაზებია:)
2013, 23 ნოემბერი, 23:10
საოცარი ნაირსახეობაა.
0 1 4