x
image
ნანა სვანაძე
Mediator image
ჭეშმარიტი სიყვარულის დანიშნულება და ძალა.
imageსულიწმინდის მადლის შესახებ, რომელიც ადამიანებში სიყვარულის ნიჭის სახით არის ასახული, მოციქული გვამცნობს: "ნაყოფი სულისაი არს:სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება..."

სიყვარულის შესახებ მოციქული ბრძანებს: "ეს ის მცნებაა, რომელიც ისმინეთ დასაბამიდან, რათა მისებრ ვიდოდეთ".

ნამდვილი სიყვარულის ბედნიერება უცნობია უპასუხისმგებლო, ცინიკოსი ადამიანებისთვის, რომლებიც ქალს ბინძურად უცქერენ.ამ მზერაში, ყოველგვარი სიწმინდის მკრეხელური გმობა იკითხება.

ხშირია თანამედროვე ოჯახთა დაშლის შემთხვევები, მიზეზი კი ქორწინებისადმი არასულიერი დამოკიდებულებაა.თუ კი ადამიანები ერთმანეთში მეგობრობას კი არა, ვნებებს ეძებენ, მაშინ ეს ნეაყოფლობითი არჩევანი ერთმანეთისთვის სრულიად შეუფერებელ ადამიანებს შეჰყრის ხოლმე.ვნება ადამიანს სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას უკარგავს.ფიზიკური ლტოლვა დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ იმ დოზით რაც საჭიროა სიცოცხლის შესანარჩუნებლად, გასამრავლებლად.


ქორწინება თუნდაც იმიტომაა წმინდა, რომ ის მადლმოსილი საიდუმლოებაა, იგი არ წარმოადგენს ორ ადამიანს შორის მხოლოდ თავმოყვარეობისა და მხოლოდ საკუთარი თავისადმი სიყვარულს( შეფარულს სხვისადმი სიყვარულისა). იგი არ იყენებს ტავისი გემოვნების თუ ვნების დასაკმაყოფილებლად მეორე ადამიანს, არამედ წყვილი ქორწინებით, გამოხატავს ერთმანეთისადმი უსაზღვრო ერთგულებას. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ქორწინებიდან გარკვეული დროის შემდეგ, ზოგიერთი ადამიანი იცლება "სიყვარულისგან" და ეწყება სწრაფვა განქორწინებისკენ ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ ორ ადამიანს შორის ჭეშმარიტი მეუღლეობრივი სიყვარული არც არასდროს ყოფილა. არამედ მათ მხოლოდ იმ პერიოდამდე უყვარდათ ერთმანეთი, სანამ პირად სიამოვნებას გვრიდა მათ ადამიანი.ვნებათა და ცრუსიყვარულთა საწყისი კი სიცრუის მამა–ეშმაკია.

იოანე ოქროპირი ამბობს : "ჭეშმარიტად შეყვარებულნი თავს ბედნიერად გრძნობენ, ოდეს ევნებიან შეყვარებულთათვის".

და ბოლოს, ერთ-ერთი ფსიქოლოგი სიყვარულს სამგვარი ლოგიკით ხსნის.პირველის მოტივი ასეთია: მე შენ მეყვარები, თუკი (იქნები ასეთი და ასეთი)". მეორესი–" მე შენ მიყვარხარ იმიტომ, რომ (ხარ ასეთი და ასეთი). მესამისა კი –" მე შენ მიყვარხარ, მიუხედავად იმისა რომ...". აქედან პირველი –"პირობითია", მეორე "დამსახურებული" მესამე –"უანგარო". სწორედ ასეთი –უპირობო, არაეგოისტური, უანგარო და წრფელი სიყვარული გვაახლოებს ქრისტიანებს ერთამანეთთან და ღმერთთან, რის გაღრმავებასა და განმტკიცებასაც უნდა ვესწრაფოთ მთელი ცხოვრების მანძილზე.

image

9
94
10-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
94
  
2013, 29 ნოემბერი, 0:46
გაიხარე მადლობა
2013, 29 ნოემბერი, 0:10
ავტორ კაი სტატიაა საინტერესო წასაკითხი
2013, 23 ნოემბერი, 18:20
რას ამბობ რისი ბოდიში :) ვერ გაიგე და ხომ უნდა ამეხსნა
2013, 23 ნოემბერი, 18:18
ბოდიში რომ აგახსნევინე მაგრამ ვერ მივხვდი...რას იზავ ტკივილი ახლავს ყველაფერს,დზალინ საყვარელ და სასიამოვნო რამესაც კი
2013, 23 ნოემბერი, 18:14
მესამე ანუ უანგარო სიყვარული...ხომ გიწერია ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა სიყვარული სამგვარი ლოგიკით ახსნაო...მესამეს გამომხატველი სიტყვები ხომ იყო "მიყვარხარ მიუხედავად იმისა რომ...",ჰოდა მეც დავაბოლობე ჩემი ვარიანტით :)
2013, 23 ნოემბერი, 18:05
მესამე რა?
2013, 23 ნოემბერი, 16:51
მესამე დავაბოლოვე :)
2013, 23 ნოემბერი, 16:48
Ver gavige sheni komentarit vis mimarte
2013, 23 ნოემბერი, 15:18
მიუხედავად იმისა რომ გული ბევრჯერ მატკინეე
0 1 9