რელიგია ოჯახი,როგორც პატარა ეკლესია. 2013, 19 ოქტომბერი, 19:34 21_ე საუკუნეაო, თანამედროვეობაო, ევროპელობაო აი რამ მოიცვა ჩვენი ქვეყანა და აი რას ბრალდება ხოლმე დღევანდელ საქართველოში ოჯახის უპასუხისმგებლოდ შექმნა და შემდგომში მისი დანგრევა. ოჯახის შექმნით მამაკაცი და ქალი ქმნიან მცირე ეკლესიას, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს, უპირველესად, უფლისადმი და შემდგომ ერთმანეთისადმი სიყვარულზე. ოჯახის თავი კი მამაკაცი უნდა იყოს და არა ქალი, რაც დღევანდელ რეალობაში ცოტა გაუცხოვდა. მამაკაცის უფროსობა არ ნიშნავს უთანასწორობას, რადგან ამ შემთხვევაში კაცი ისევე უფროსია ოჯახის, როგორც ქრისტე ეკლესიის და მას ემორჩლება ყოველი.ასევე უნდა ემორჩილებოდეს ცოლი ქმარს:ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს, ესრეთ ჯერ-არს ქმართაჲ ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს. ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა გარნა თქუენცა კაცად-კაცადმან თჳსი ცოლი ეგრეთ შეიყუარეთ, ვითარცა თავი თჳსი; ხოლო ცოლსა მას რაჲთა ეშინოდის ქმრისა. ( ეფეს 5: 24, 25, 28, 22, 33). სამწუხაროდ ადამიანის შეგნება ჩვენს რეალობაში ვერ ჩაწვდომია ამ სიტყვებს და ოჯახების უმრავლესობაში დავა მიდის უფროსობაზე.ქალებმა ზედმეტი პასუხისმგებლობა აიღეს საკუთარ თავზე, დაივიწყეს დათმობა, მორჩილება, თავიანთი შეგნებით თითქოს მამაკაცს გაუტოლდნენ ან გადაუსწრეს და ამით ხელი შეუწყვეს ოჯახის ნგრევას. ოჯახური თანაცხოვრება ჯვრისწერით იწყება და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი წყვილისთვის გვირგვინის დადგმა და ამ დროს წარმოთქმული სიტყვებია:„ჯვარს იწერს მონა ღვთისა... მხევალსა ღვთისაზე... (ჯვარს იწერს მხევალი ღვთისა... მონასა ღვთისაზე) სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“. მას მოსდევს მათი საერთო დალოცვა, როდესაც სამჯერ წარმოითქმება: „უფალო ღმერთო ჩუენო, დასწერე ჯვარი დიდებითა და პატივითა“. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წუთებია ადამიანის ცხოვრებაში და უფლის წინაშე მიცემული ფიცის დარღვევა ყველაზე დიდი ცოდვაა. ეკლესია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იძლევა თანხმობას - დაირღვეს ქორწინება.ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ ქალი ან კაცი მრუშობს ქორწინების პერიოდში, ასეთ შემთხვევაში მათ მეორედ ქორწინების უფლება ეძლევათ და მეორედ ქორწინების ცოდვის მიტევების გამოთხოვა ლოცვებით ხდება. ასე რომ ყველაზე მთავარია ვიფიქროთ წინასწარ ამ ყველაფერზე, რამდენად ვართ მზად ამ პასუხისმგებლობისთვის, რამდენად მყარია სიყვარული ჩვენში, უფლის და კონკრეტული ადამიანის მიმართ.მამაკაცებმა ზუსტად იცოდნენ მათი დანიშნულება ოჯახური თანაცხოვრების დროს, ქალებმა კი იცოდნენ მორჩილება . დარწმუნებული უნდა იყოს ორივე მხარე, რომ მათი სურვილი ოჯახის შექმნის არ მომდინარეობს ვნებისგან, რადგან ვნება მალევე ქრება და იქ თუ არ რჩება გრძნობა, რთულია უფლის წინასე დადებული ფიცის აღსრულება. 225 13-ს მოსწონს
|