ფოტოგრაფია 10 საუკეთესო ფუდ-ფოტოგრაფი მსოფლიოში (პირველი ნაწილი) 2013, 21 ნოემბერი, 22:56 ნებისმიერი ფუდ-ფოტოგრაფის მოვალეობაა გაააკეთოს ისე, რომ ყველას მოუნდეს მის მიერ ფოტოზე აღბეჭდილი კერძის მირთმევა.
წარმოგიდგენთ ათ აღიარებულ ფუდ-ფოტოგრაფს, რომელთა ნამუშევრები ცნობილია მთელ მსოფლიოში.
1.მეთ არმენდარისი (Matt Armendariz)-ეს ამერიკელი ფოტოგრაფი ამბობს, რომ ის შეშლილია საჭმელზე, სასმელზე და ყველაფერზე, რაც მათ უკავშირდება. ცნობილი ფუდ-ფოტოგრაფი მუშაობს ჟურნალისათვის Time, მარტა სტიუარტის საგამომცემლო სახლში, აგრეთვე ბევრ სხვა პერიოდულ გამოცემასა და რეკლამებში. მას მიჰყავს ბლოგი, სადაც ასწავლის მსურველებს საჭმლის ფოტოგრაფირებას.
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 2.ბილ ბრედი (Bill Brady)- ნიუ-იორკელი ფუდ-ფოტოგრაფი ამბობს, რომ მას ბავშვობიდანვე უყვარდა საჭმლის გადაღება. ეს დაიწყო იქედან, როცა მისი მთელი დიდი ოჯახი იკრიბებოდა კვირაობით ოჯახურ სადილზე ბებიასთან. "ჩემი სამუშაოს მიზანია-გაცდუნოთ თქვენ, მოგხიბლოთ ისე, რომ რასაც ხედავთ, მისი გასინჯვის სურვილი გაგიჩნდეთ"-ამბობს ბილი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 3.ჰელენ დუჟარდინი(Helen Dujardin)-ეს ფრანგული წარმოშობის ამერიკელი ფუდ-ფოტოგრაფი საკვების გადაღებას ეწევა 2007 წლიდან და უკვე მოასწრო რამოდენიმე სერიოზული ჯილდოს მოპოვება. მისი ფოტოები დაბეჭდილია უამრავ ცნობილ ჟურნალში, როგორებიცაა Elle, Forbes და მრავალ კულინარიულ წიგნში. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 4. ლარა ფერონი (Lara Ferroni)- ის სრულებითაც არ აპირებდა გამხდარიყო ფუდ-ფოტოგრაფი, მაგრამ ერთხელაც ფოტო გადაუღო სახლში გაკეთებულ ჟოლოს ნამცხვარს და ამის შემდეგ დაავადდა ამ პროფესიით. მას ყველაზე მეტად იზიდავს მზის შუქი, რომლებიც ფოტოებს შინაურ სითბოს ანიჭებს. ![]() ![]() ![]() ![]() 5.ლუ მანა (Lou Manna)- ფუდ-ფოტოგრაფი 30 წლის სტაჟით, რომლის ნამუშევრებიც დაბეჭდილია ორმოცამდე კულინარიულ წიგნში, ხოლო ჟურნალებისა და რეკლამების რაოდენობა მის მიერ გადაღებული ფოტოებით უამრავია.ის წლების განმავლობაში მუშაობდა New York Times-ში. ლუ აგრეთვე დაკავებულია უმცროსი კოლეგების განათლებით, ატარებს მასტერ-კლასებს, ხოლო მისი წიგნი Digital Food Photography-პირველი ამ სფეროში, უკვე მეოთხედ გამოიცა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 122 13-ს მოსწონს
|