x
image
ნიკა კირკიტაძე
ვაგინის ფორმის სტადიონი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის

ვაგინის ფორმის სტადიონი

ყატარში 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი სტადიონის პროექტი წარმოადგინეს, რომელსაც მუნდიალისთვის ალ-ვაკრის რეგიონში ააშენებენ. დიზაინის ავტორების ჩანაფიქრით, არენა ფორმით ტრადიციულ არაბულ ნავს უნდა ჰგავდეს, თუმცა დასავლელმა ჟურნალისტებმა წარმოდგენილ ესკიზებში სექსუალური ქვეტექსტი დაინახეს - სტადიონმა ფორმითა და შეფერილობით ქალის ანატომიასთან პირდაპირი ასოციაცია გამოიწვია.

45 000-ადგილიანი 120 მლრდ დოლარის ღირებულების არენის პროექტი საერთაშორისო დიზაინერულმა ფირმა AECOM-მა ზაჰა ჰადიდის არქიტექტურულ სტუდიასთან თანამშრომლობით შეიმუშავა.

"ნებისმიერი გამჭრიახი ადამიანი სწრაფად ამოიცნობს, რომ შენობა უზარმაზარ ვაგინას ჰგავს", - წერს კალი ბეუსმანი ფემინისტურ ბლოგ Jezebel-ში.

როგორც The Daily News-ი აღნიშნავს, შესაძლოა, პროექტს ყატარის ისლამური მთავრობისგან გარკვეული სირთულეები შეექმნას, რადგან ისინი შარიათის კანონებით ხელმძღვანელობენ და სექსუალურ თავისუფლებას არ მიესალმებიან.



0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკა კირკიტაძე
ნიკა კირკიტაძე
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0