ფრანგული ტელევიზიის ვარსკვლავმა დორია ტიიემ სიტყვა შეასრულა - ლამაზმანმა მუნდიალის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის წინ საქვეყნოდ პირობა დადო: თუ საფრანგეთის ნაკრები ბრაზილიის საგზურს მოიპოვებს, პირდაპირ ეთერში გავშიშვლდებიო.
დორია "სიტყვის ქალი" ყოფილა: "იუთუბიზე" გამოქვეყნებულმა ვიდეორგოლმა, სადაც ის სრულებით შიშველი, მხოლოდ ჩექმისამარა, მინდორში დარბის ამინდის პროგნოზის ფონზე, მხოლოდ ერთ
დღე-ღამეში 2-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.
ოღონდ ერთია, დორიას კამერა საკმაოდ შორიდან იღებდა და მისი თაყვანისმცემელი მამაკაცები, ცოტა არ იყოს, უკმაყოფილონი დარჩნენ.
27 წლის დორია ტიიე უწინ მოდელი და მსახიობი იყო, თუმცა, სახელი და დიდება უფრო სატელევიზიო კარიერამ მოუტანა.
ამჟამად ის Canal+ -ზე მუშაობს, წარმოადგენს ამინდის პროგნოზს და სხვადასხვა თოქ-შოუშიც ჩნდება. რაც შეეხება "შიშველ რეპორტაჟს", ის არხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული იყო.