x
მეტი
  • 06.07.2024
  • სტატია:135806
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510197
განცხადება სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

www.ncdd.geროგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში, განხორციელებული სამართალდარღვევისა და მოქალაქეთა უფლებების შელახვასთან ერთად, რაც უკავშირდება ძალადობრივი მეთოდებითა და კანონის უხეში დარღვევით მინარეთის დემონტაჟის, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლების დაკავების ფაქტს, ადგილი ჰქონდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მხრიდან, საკმაოდ საშიში შინაარსის მატარებელ განცხადებას, რომელიც შეიცავდა დისკრიმინაციულ ნიშნებს, რითაც უგულებელყოფილ იქნა კანონის უზენაესობის პრინციპი.
შევახსენებთ საქართველოს მთავრობას, რომ ხელისუფლება ვალდებულია გაითვალისწინოს საზოგადოების ვიწრო და ფართო ჯგუფების ინტერესები და მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიულ და ჰუმანურ პრინციპებს, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ ქვეყანაში მინარეთების არსებობის საკითხი მსჯელობის საგნად უნდა იქცეს, იმ ფონზე როდესაც ადგილზე ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ცალსახად ეჭვქვეშ აყენებს, როგორც განმცხადებლის ღირებულებებს, ასევე დემოკრატიზაციის საკითხისადმი ხელისუფლების დამოკიდებულების ხარისხს.
გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ „ადიგენის საკრებულო და გამგეობა ჯერ ისევ ნაციონალური მოძრაობის მოედანია“, ხოლო აღნიშნული წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ მიუღებელი ტონის მატარებელია და არ შეესაბამება სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების პრინციპებს, ვინაიდან ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც ემსახურება პოლიტიკური ოპოზიციის დისკრიმინაციის მიზნებს, ყოვლად მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის. ხოლო ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ხელისუფლების ყოველი წარმომადგენელი ვალდებულია თავი შეიკავოს მსგავსი ხასიათის განცხადებებისგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს მეტი სიფრთხილე, როდესაც საკითხი რელიგიურ ინსტიტუტებს ეხება, ამასთან პატივი სცეს კანონს, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს და გაითვალისწინოს საზოგადოების ინტერესები.

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:ncdd.ge
ncdd.ge
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0