x
რა სურთ კაცებს

image''რა სურთ ქალებს?!'' ეს ფრაზა
ხშირად გვსმენია, პასუხი ამ
კითხვაზე არაერთფეროვანი და
უმეტეს შემთხვევაში სულელურიც
კია. მაგრამ მოდი დავფიქრდეთ
თავად კაცებს რაღა სურთ
ჩვენგან?! ურთიერთობის
პირველ ეტაპზე თითქოს არაფერი,
მხოლოდ ის გვევალება რომ ვიყოთ
საინტერესოები, ლამაზები და ბავშვურად მიამიტები. მეორე ეტაპზე მხიარულები, იუმორის გრძნობით და საინტერესოდ
სულელი მოსაუბრეები. მაგრამ რა ხდება მესამე ეტაპზე?!
როდესაც უკვე ოჯახი შეიქმნა და ერთი შეხედვით ყველა ბედნიერია?!
აღარავის სჭირდება ჩვენი მიამიტობა, მხიარულება, ან სისულელე. კაცი
ელოდება რომ ძირფესვიანად შევიცვლებით! გავხდებით სერიოზულები, მშვიდები და წყნარები. მაგრამ რა მოხდა? მას ხომ ასეთი ვუყვარდით?!კი და მას ისევ ასეთები უყვარს, მაგრამ
ეხლა ყველაფერი შეიცვალა.ჩვენ ცოლი ვართ და აღარ გვეკადრება
ვიყოთ მხიარულები. არც უხასიათობა შეგვფერის. ჩვენ უნდა ვიყოთ
გაწონასწორებული და სერიოზულები. არ უნდა გვქონდეს
არავითარი პრეტენზიები და ყველა საკითხში უნდა ვეთანხმებოდეთ
მამაკაცს, რადგან ის ყოველთვის ''მართალია'' და მაინც თუ არ არის მართალი მაინც უნდა დავეთანხმოთ რადგან ცოლი ვართ. ეს
წესია ესეთი! ეს წესი ვინ დაწერა არავინ იცის მაგრამ ეს ასეა და არ უნდა ვიდავოთ! არ უნდა გვქონდეს ოცნებები, რადგან ჩვენ თუ ჩვენი ოცნებების განხორციელება გვენდომება ქმარს ხელს შევუშლით თავის ოცნებებში ეს კი ძალიან ცუდია! არ უნდა გინდოდეს სწავლა ან
მუშაობა რადგან ოჯახს ვინ მიხედავს?!მეუღლის დახმარების
იმედიც არ უნდა გქონდეს რადგან ის კაცია და ამიტომ. მერე რა
რომ 15 წლის გათხოვდი?! ან მოგიტაცეს და გამოსავალი არ დაგიტოვეს?!მერე რა რომ ცხოვრება არ გინახავს?!ცხოვრებაზე
მაინც უარი უნდა ვთქვათ რადგან ქალი ვართ, 15 წლის ქალი... მარტო ცხოვრებაზე კი არა, ჩვენს თავზეც უნდა ვთქვათ უარი და მხოლოდ ის გვინდოდეს რაც ქმარს ან ქმრის ოჯახს ემეტება
ჩვენთვის! მხოლოდ ის ვიყოთ რაც მათ უნდათ. თუ ასე არ იქნება
ძალიან ცუდი რძალი ვიქნებით და მეზობელთანაც თავისუფლად
შეიძლება რძალზე ამის თქმა... ასერომ გოგონებო სანამ ნაბიჯს გადადგავთ დაფიქრდით, გინდათ რომ შინაგანად მოკვდეთ?! მხოლოდ იმისთვის შეძლებთ თავის გაწირვას რომ საყვარელ ადამიანთან იყოთ?! იქნებ ჯობია ცოტა მოიცადოთ და მაშინ გათხოვდეთ როცა სულ ცოტა 1 ხელფასს მაინც აიღებთ ერთხელ მაინც გმოთვრებით დაქალებთან ერთად ერთხელ მაინც იბოდიალებთ მარტოდმარტო მთვარის შუქზე და ბოლოსდაბოლოს მიხვდებით რომ უკვე გაიზარდეთ და თქვენს თავზე ზრუნვა თქვენთვითონ შეგეძლაბათ!

14
83
2-ს მოსწონს
ავტორი:სტრანიკ-რ
სტრანიკ-რ
83
  
2013, 27 ნოემბერი, 11:41
კარგი აბა რა არის სექსი შენი გადმოსახედიდან?
2013, 27 ნოემბერი, 10:24
:D ეგ რაღა შუაშია :D
2013, 27 ნოემბერი, 0:49
უშუალოდ სექსი არის პოზა და ვნება, იმედი მაქვს მანდ სიყვარულს არ ეძებ
2013, 26 ნოემბერი, 20:32
სექსი მხოლოდ პოზები არ არის...
2013, 24 ნოემბერი, 11:03
ქალებმა ხომ იციან რა, მეძავის ფანტაზიაც კი ამით შემოიფარგლება: მისიონერული და რაკამ!
2013, 24 ნოემბერი, 10:20
დავწერე და დამბლოკეეეეეეს :@
2013, 23 ნოემბერი, 12:56
არა ეხლა მსოფლიოში აღიარებულ ქართველების ტემპერამენტს ჩირქს ვერ მოვცხებთ :D რაღაც ნიუანსებზე შეიძლება დავა...დაწერე აბა ვნახო
2013, 23 ნოემბერი, 6:09
გეთანხმები და ბევრი 40-50 წლის ქალიც ეგრეა ეხლაც ეგ იმიტომ რომ ქართველმა კაცებმა სექსი არ იციან შემდეგ სტატიას ვწერ ამაზეეეეეეეეეე :)
2013, 22 ნოემბერი, 15:48
რავიცი ვინც მე მოხუცი ვიცი ყველა ეგრე იყო :/ მთავარია სახლში დაეხვედრებინა ქმრისთვის გემრიელი საჭმელი და შვილებისთის არ მოეკლო ყურადღება...ამით შემოიფარგლებოდა იმათი ცოლობა
2013, 22 ნოემბერი, 0:32
ერთი მოხუცი ქალი'' ეგ ინდივიდუალური იყო. ყველა ერთნაირად ხომ არ მონობდა ადრე :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10