x
Mitsubishi Pajero

imageპაჯერო ეს სახელი წარმოსდგება პამპას (სამხრეთ ამერიკის სტეპები) გარეული კატის სახელწოდებიდან-ლეოპარდუს პაჯეროს:image








ეს მანქანა დაკარის რალის 12 გზი ჩემპიონია. ამ შეჯიბრებებში მანქანებს სხვადასხვა პირობებში სხვადასხვგვარად ცდიან. პაჯერო ყველა ნომინაციაში გამორჩეულად ასპარეზობდა! იგი 6 წლის განმავლობაში ამ შეჯიბრების არცერთ მონაწილეს არ უთმობდა პირველობას, ყველაზე მეტჯერ სწორედ ამ მოდელს აქვს მოგებული ეს საერთაშორისო რალი სხვა მოდელები ახლოსაც ვერ მივიდნენ მის შედეგებთან 4-4 ჯერ მოიგეს მეორე ადგილზე მყოფმა ავტომობილრბმა ციტროენმა, პეჟომ და ვოლკსვაგენმა.
პაჯეროს ხაზის წარმოება პირველად 1982 წელს დაიწყო. აქედან გამომდნარე მის პირველ თაობას მოიცავს 1982 წლიდან 1991 წლის ჩათვლით წარმოებული მანქანები. ის პირველად ფართო აუდიტორიას წარუდგინეს 1981 წლის ოქტომბერში, ტოკიოს ავტო სალონში. მან თავიდანვე საზოგდოების დიდი ყურადღება მიიპყრო და 1982 წელს ფართო წარმოებაც დაიწყო. წარმოების დაწყებისთანავე 16 930 მანქანა გაიყიდა. მათ შორის 8 079 მანქანა ქვეყნის საზღვრებს არ გასცილებია, ისინი იაპონიაშივე გაიყიდა ადგილობრივ მოსახლეებზე.
მოდელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა 1983 წელს ორჯერ გაიზარდა წარმოება 33 605 ავტომობილი დამზადდა, მათგან 8 076 -ს საზღვარი არ გადაუკვეთავს და იაპონიაშივე დარჩა, ხოლო 25 886 ერთეული მთელს მსოფლიოში გაიყიდა. ამ მოდელის წარმოება წლიდან წლამდე იზრდებოდა და პიკს 1991 წელს მიაღწია როდესაც 144 988 ავტომობილი დამზადდადა დიდი წარმატებით გაიყიდა. პირველი თაობის პაჯერო ასე გამოიყურებოდა:

imageimage

1991 წელს ამ მანქანის წარმოებაში გარდამტეხი ცვლილებები მოხდა და დაიწყო მეორე თაობის პაჯეროების წარმოება.
მეორე თაობა 1991 წლიდან იწყება და 1999 წელს მთავრდება. ამ პერიოდში დიზაინი საგრძნობლად შეიცვალა და ესთეტიურად უფრო მიმზიდველი გახდა. იგი აღარ გავდა მხოლოდ გზოობისთვინ განკუთვნილ ჯიპს, მან უფრო ნაზი შესახედაობა შეიძნა თუმცა მისი ნაზი დიზაინის უკან ჯერ კიდევ იმალებოდა ის მონსტრი რომელსაც ყველანაირი უგზოობის გადალახვა შეეძლო.(ეს მონსტრი დღემდედარჩა ამ მანქანაში სწორედ ამიტომ ვაფასებ მას ყველაზე მეტად) აქამდე თუ მას მხოლოდ როგორც უგზოობისთვის განკუთვნილ ჯიპად აფასებდნენ 1991 წლიდან მას როგორც მაღალი კლასის კომფორტულ მანქანად ახასიათებდნენ და აღნიშნავდნენ რომ იგი როგორც მიუვალ გზებზე ისე ტრასაზე საკმაოდკომფორტული იყო. ამ თაობამ დიდების მწვერვალს 1992 წელს მიაღწია ამ წელს 174 708 მანქანა დამზადდა მეორე თაობის პაჯერო ასე გამოიყურებოდა:
imageimage








შემდეგმა თაობამ რადიკალური ცვლილებები განიცადა იგი არცერთ პირვანდელ მოდელს არ ჰგავდა:
imageimage









ეს მოდელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა იგი 1999 დან 2006 წლამდე იწარმოებოდა. განსაკუთრებული მოწონებით 2000 წლიდან 2003 წლამდე დამზადებული მანქანები სარგებლობენ. ეს მანქანა თითქმის შეუძლებელია გააფუჭო შეუძლებელია ის გაატარო და არ შეგიყვარდეს. იგი ამ ტიპის მანქანებში საჭის სირბილით და კარგი გამავლობით გამოირჩევა.
2007 წელს დაიწყო ახალი თაობა და ამ მანქანის რეიტინგიც მკვეთრად დაეცა. ალბათ ამის ძირითადი მიზეზი2007 წლის ეკონომიკური კრიზისი გახდა. ამ პერიოდში ბევრი ავტო წარმოება შეჩერდა, ბევრმაც დონორი მონახა. ერთ ერთი ასთი იყო მიცუბიშის მთავარი კონკურენტი, ტოიოტა რომელმაც ერთი წლის განმავლობაში 3 მეურვე კომპანია გამოიცვალა. მიცუბიში კი კრიზისის მიუხედავად განაგრძობდა დამოუკიდებლად წინ სვლას. მან კრიზისის დროს ხელსაყრელი პოლიტიკა შეიმუშავა და ახალი ძალებით შეუდგა ბრძოლას პირველობისთვი. მიცუბიშმა შემდეგი მოდელი ბევრი ფუნქციით გაამდიდრა, თუმცა აქამდე თუ მისთვის ხარისხი პირველ ადგილზე იყო ამჯერად უხარისხო მასალის გამოეყენებას მიჰყო ხელი და გადაწყვიტა დიზაინიც უცვლელი დაეტოვა. ამ მეთოდით მან ხარჯები საგრძნობლად შეამცირ და აღმა სვლა განაგრძო.თუმცა მიუხედავად იმისა რომ იგი სხვა უფრო მაღალი კლასის მოდელებს კონკურენციას ჯერ კიდევ უწევდა თავისივე 2002 წლიან მოდელს ვეღარ გაუწია კონკურენცია და წინა ფლანგზე ისევ 2002 წლის მიცუბიში პაჯერომ გადმოინაცვლა.
2012 წელს მიცუბიშმა ფართო აუდიტორიას 2013 წლის გაუმჯობესებული მოდელი წარუდგინა იგი შექმნილია უმაღლესი ხარისხის მასალით და ბევრი ახალი ფუნქცია ეგრედ წოდებული ნავაროტკები გააჩნია. მიუხედავად იმისა რომ დიზაინი იგივე დარჩა იგი მაინც რადიკალურად განსხვადება მანამდე არსებული ველა მოდელისგან. ის გამოირჩევა მაღალი ხარისხით, კარგი გამავლობით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
სტატია ამით დავასრულე თუ მოგწონთ ჩემი სტილი კომენტარებში მიუთითეთ რომელ მანქანაზე გსურთ რომ გესაუბროთ :*



2
93
2-ს მოსწონს
ავტორი:სტრანიკ-რ
სტრანიკ-რ
93
  
2013, 26 თებერვალი, 17:15
შევეცდები ხვალ გამოვნახო დრო პორშესთვის ეგ მოდელი მეც ძალიან მომწონს :)
2013, 26 თებერვალი, 16:56
პორშე პანამერა
0 1 2