x
''ძალით შემიყვარე''

imageრამდენიმე დღის წინ დაქალთან
ვიყავი. სახლში მისი მეუღლე და

მეუღლის საკმაოდ აღელვებული
ძმაკაცი დამხვდნენ.ძალიან
დამაინტერესა მისმა არეულმა საუბარმა და როდესაც დაქალთან
მარტო დავრჩი ვკითხე რა ხდებოდა
მანაც არ დააყოვნა და ძალიან
საინტერესო და უცნაური ამბავი
მიამბო: ამ ბიჭს რომელიც
თვითონ 20 წლის ძლივს იქნებოდა
ერთი19 წლამდე ბიძაშვილი
გოგონა ჰყოლია. გოგონა
2 წელი ხვდებოდა ერთ ბიჭს
და ამტკიცებდა რომ უყვარდათ
ერთმანეთი, მაგრამ ისე მოხდა რომ ერთ დღეს ამ ბიჭმა დაურეკა
და უთხრა რომ სხვა უყვარდა და მას შორდებოდა. გოგონამ ძალიან
განიცადა: დეპრესიაში ჩავარდა, საჭმელსაც აღარ ეკარებოდა, ზარებით
იმდენად შეაწუხა ბიჭი რომ იძულებული გახადა ნომერი გამოეცვალა.
ამან კიდევ უფრო დაამწუხრა გოგონა და გადაწყვიტა საქმეში
ახლობლები ჩაერთო. ბიძაშვილს დაურეკა და ყველაფერი უამბო.
ნათესავის ბედით შეწუხებულმა ბიჭმა კი გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა ბიძაშვილის ყოფილი შეყვარებულისათვის და ძმაკაცთან სწორედ ამაზე მოსულიყო, სთხოვდა წამყევი და მაცემინე რომ შეურიგდესო! ამით მიაღწია თუ არა რამეს არ ვიცი, მაგრამსაცემად კი გაემართა და არც კი დაფიქრებულა იმაზე თუ რაში სჭირდებოდა მის

ბიძაშვილს ძალით დაბრუნებული შეყვარებული და რას მიაღწევდა ამით...













11
348
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:სტრანიკ-რ
სტრანიკ-რ
348
  
2013, 14 დეკემბერი, 15:15
სტატია ეწერა რომელიღაც საიტზე, შეიძლება აქაც იყო ... :D ხო მეც ვიცინე :D
2013, 13 დეკემბერი, 16:22
:D დეტალურად თუ დაწერ სიამოვნებით წავიკითხავ და ვიხალისებ :) დამაინტრიგებლად ჟღერს
2013, 10 დეკემბერი, 12:19
:D :D კარგად გავიცინე, მსგავსი ისტორია ვიცი ოთხმა გოგომ ცემა 1 ბიჭი, ჩვენს დაქალს რატომ არ იყვარებო :D
2013, 21 ნოემბერი, 0:10
100% ით გეთანხმები
2013, 21 ნოემბერი, 0:08
:-) გოგოც ცოდოა მაგრამ შენი თავის ფასი ხომ უნდა იცოდე. საერთოდ შეაძულებს ეგეთი უაზრობებით თავს და არა ძალით შეაყვარებს :-) ჭკვიანი ქალი ისემოიქცეოდა რომ ბიჭს სანანებელი გახდომოდა დაშორება
2013, 21 ნოემბერი, 0:05
მეც გავოცდი ამ ამბით და ამიტომ დავწერე მსგავსი ცხოვრებაში არაფერი მსმენია. ბიჭს აძალებდნენ გიყვარდესო :დ
2013, 21 ნოემბერი, 0:01
მაგ მიზეზით თუ წავიდს აქეთ ცემდნენ პირიქით:-) ბიჭი რომ გეტყვის არ მაუნტერესებ და შემეშვიო იმას სირცხვილით როგორ მივწერ თუნდაც ვკვდებოდე მისი სიყვარულით
2013, 20 ნოემბერი, 23:00
:D :D :D
2013, 20 ნოემბერი, 22:53
კი ცოცხალია მაგრამ ცარიელი ნერვებია :D:D:D
2013, 20 ნოემბერი, 22:38
:D :D :D ცოცხალი გყავს ისეევ :D :D :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10